ყალბი დიპლომის დამზადების ბრალდებით დაკავებულ რექტორს და დეკანს 3000-3000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდათ
ქუთაისის კერძო სასწავლებლის რექტორს და დეკანს 3000-3000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდათ. ლეონარდო ხვედელიძეს და ნუნუ კუჭაქიძეს გამოძიება ყალბი დიპლომის დამზადებას ედავება. ბრალდებულებს ახლა პენიტენციურ დაწესებულბაში ასახელებენ, მას შემდეგ კი რაც, დაკავებულები გირაოს გადაიხდიან, ისინი პატიმრობიდან გათავისუფლდებიან.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულებმა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ფულის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეს დაუმზადეს.
ეს საქმე ეხება კომერციულ, ჯგუფურ მოსყიდვას. ჯგუფურ მოსყიდვას ადგილი ჰქონდა ქუთაისში მდებარე ერთ- ერთ სასწავლებელში. სასწავლებლის რექტორმა და დეკანმა, კონკრეტული მნიშვნელოვანი ოდენობის თანხის სანაცვლოდ უზრუნველყვეს ყალბი დიპლომის გასაღება კონკრეტულ საქართველოს მოქალაქეზე . ამ დანაშუალში მონაწილოებდა ერთი პირი, შუამავალი. სამივე მათგანის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. ამ შემთხვევაში, რადგან ადგილი ჰქონდა სრულფასოვან და ქმედით თანამშრომლობას ბრალდებულთა მხრიდან, სასამართლოს მივმართეთ შუამდგომლობით აღკვეთი ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების თაობაზე და სასამართლომ გაითვალისწინა ჩვენი შუამდგომლობა", - განაცხადა პროკურორმა .
7000 ლარიანი საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ დატოვებს ციხეს კაციც, რომელმაც გამოძიების თანახმად, მართვის მოწმობა გააყალბა.
მან უზრუნველყო საქართველოს ფარგლებს გარეთ მართვის მოწმობის დამზადება, რომელიც გარეგნულად ჰგავდა ქართულ მართვის მოწმობას და გაასაღა კონკრეტულ პირზე. მართვის მოწმობა არ იყო საქართველოში დამზადებული და არც ის პირია საქართველოს მოქალაქე, რომელმაც, დიდი ალბათობით დაამზადა მართვის მოწმობა. მის მიმართ საგამოძებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს", - განაცხადა პროკურორმა.
უკვე რამდენიმე საათია საქალაქო სასამართლოში კორუფციის მასშტაბურ საქმეებზე სასამართლო პროცესები მიდის.
ცოტა ხნის წინ პატიმრობაში გაუშვეს ლანჩხუთის მერიის თანამშრომელი დავით ლომაძე, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, კონკრეტულ პირებს ქრთამის სანაცვლოდ სახელმწიფო მიწაზე ე.წ. დრაივების განთავსების უფლებას აძლევდა.
ასევე პატიმრობაში გაუშვეს თეთრიწყაროს მერიის თანამშრომელი - ვანო დავითაშვილი. მასაც სუს-ი ქრთამის აღებას ედავება.
რაიონში ჰქონდა მამაპაპისებული ნაკვეთი. აზარბაიჯანელ მოქალაქეს დართო ნება განეთავსებინა იქ პიროვნების ფუტკრის სკები. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიწის ნაკვეთზე უკვე გაცემული იყო მიღება-ჩაბარების აქტი და მას უკვე წარდგენილი ჰქონდა ეს საჯარო რეესტრში, მაინც დაიწყო წარმოება. იყო საჯარო რეესტრის წარმომადგენელი, გაკეთდა აზომვითი ნახაზები და შეუჩერდა წარმოება რეგისტრაციის თაობაზე. ფაქტს აღიარებს, მაგრამ შესაფასებელია სასამართლოს და გამოძიების მხრიდან, არის თუ არა მის ქმედებაში დანაშაული", - ამბობს ადვოკატი.
საქმე ეხება ქრთამის აღების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებს. 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი. საუბარია ჯამში 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე.