კობახიძემ და ივანიშვილმა უღალატეს ჩვენ სამშობლოს და მოუწყვეს საბოტაჟი - ირაკლი წულაია
რეალურად ვინ მოუწყო საქართველოს საბოტაჟი - მოუწყო კობახიძემ და ივანიშვილმა, მათ უღალატეს ჩვენ სამშობლოს, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ირაკლი წულაიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ისინი აკეთებენ ყველაფერს და შემდეგ ცდილობენ სხვებს გადააბრალონ თავიანთი ნამოქმედარი.
რეალურად ვინ მოუწყო საქართველოს საბოტაჟი - მოუწყო კობახიძემ და ივანიშვილმა, მათ უღალატეს ჩვენ სამშობლოს. გააფორმეს ბელორუსულ კაგებესთან ხელშეკრულება. მათ გადასცეს მიწები გორში სამაჩაბლოს, მათ გააფორმეს ეს ყველაფერი და ახლა სხვებს აბრალებენ. ეს არის ერთგვარი სარკის ეფექტი, რომ დააბრალო სხვას, რაც ხარ შენ. ჩვენ ამ მოცემულობაში ვართ. 2 კვირა გავიდა, ადამიანები, რომლებიც არიან კანონმდებლები და უნდა ასხივებდნენ ერთ რამეს, რომ კანონი დაიცვა, ოფიციალურად, ჯგუფურად იძალადეს 5 ადამიანზე, იქ იჯდა შინაგან საქმეტა მინისტრი, პროკურორი და პატრიარქის სკამზე ამხტარი მოძალადე კანონმდებლები, რომლებმაც 6 თვის წინ გაამკაცრეს საჯარო მოხელეზე ჯგუფური ძალადობის კანონიდ ა 13 წელს ითვალისწინებს, პირდაპირ, ყველა პროცესი არის ხელისუგულზე და არა თუ, ვინმე დაიჭირეს და პარტიიდან გააგდეს, სისხლის სამართლის საქმეც კი არ აღძრეს. პირაპირ მოძალადეები გვყავს, პოლიციაშიც, პარლამენტშიც, - განაცხადა წულაიამ.