ჩხუბი რესტორანში - თელავის პოლიციაში დაკითხვების სერია განახლდა
გამოკითხვების სერია თელავის პოლიციაში - ამ წუთებში სასტუმრო “აგარანის” თანამშრომლები იკითხებიან.
პოლიციის შენობაში შესვლამდე, სასტუმროს თანამშრომლები არ უარყოფენ, რომ მათ ქორწილის სტუმრებმა დახმარებით, და რუსი დამსვენებლების განეიტრალების მოთხოვნით მიმართეს.
რაც შეეხება რუსტრისტებს, ალიონა ნესტერიუკსა და მის სამეგობროს, უკვე შეხვდა პრორუსული განწყობით ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, ზაზა დავითაია.
მისი თქმით, ქალს ტვინის შერყევა აღენიშნება, რაც შეეხება კონფლიქტის გამომწვევ მიზეზს, დავითაია ვერ გამორიცხავს, რომ 29 წლის გიორგი ჭიღლაძის გაღიზიენება რუსი ქალების რეპლიკებს გამოეწვია.
აქვს საკმაოდ მძიმე ფორმის ტვინის შერყევა. იმის მიუხედავად, რომ თითქოს გარეგნულად მხნედ არის და არ ეტყობა თავდასხმის კვალი, არის ძალიან დათრგუნული, შეშინებული და შეშფითებული. იმის მტკიცებულება, რომ ვიღაცამ წყალი და მით უფრო შარდი გადაასხა, არ არსებობს. ეს ალბათ ვიღაცას უტრირებვისთვის დასჭირდა, რომ ამ სამწუხარო ფაქტს ფონად დასდებოდა.
შეიძლება ასეთი კადრები [სადაც მოქალაქეები რუს ტურისტებს გაჩერბისკენ მოუწოდებენ] არსებობს. მე ვერ დავდებ თავს, რომ გოგონების მხარე აბსოლუტურად მართალი იყო ქორწილში შეყრილ საზოგადოებასთან"- თქვა მან.
რა მოხდა 18 ივლისს?
18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ჩხუბი მოხდა - ადვოკატების და ქორწილში მიწვეული სტუმრების ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფმა რუსებმა შეურაცხყოფა მიაყენეს წვეულების სტუმრებს და სითხე დაასხეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნომერში ავიდა - კადრებში, რომელსაც რუსი ტურისტები ავრცელებენ ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალს სახელში ხელს ურტყამს.
წვეულების სტუმრები ამბობენ, რომ რუსი მოქალაქეების მიერ გავრცელებულ კადრში არ ჩანს, თუ რა ხდებოდა დაპირისპირებენდე რამდენიმე წუთით ადრე. დაკავებული კაცის ახლობლები აცხადებენ, რომ ოთახში მყოფმა ქალმა გიორგი ჭიღლაძეს ხელი დაარტყა. კაცს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება.
პოლიციამ გიორგი ჭიღლაძე გამოკითხა, შემდეგ კი დააკავა. მას ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარუდგენენ, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოკითხვების სერია და ხმაური პოლიციაში
სასტუმროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციაში მოწმეთა გამოკითხვები გვიან ღამემდე გრძელდებოდა. "პირველების" ინფორმაციით, გამოკითხულია არაერთი პირი, მათ შორის ნეფე-პატარძალი და სტუმრები.
პოლიციაში გვიან ღამემდე კითხავდნენ მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილიც, რომლის წინააღმდეგაც საბოლოოდ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. [მრელაშვილი მღეროდა 18 ივლისს, თელავის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ინციდენტი მოხდა].
როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა ამინისტროში უთხრეს, გამოკითხვის დროს მომღერალმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, შემდეგ კი პირადი ნივთების შემნახველი სივრცე დააზიანა.
გამოკითხვამდე, ალექსანდრე მრელაშვილმა TV პირველს განუცხადა, რომ მესამე სართულზე მყოფმა პირებმა ჩაშალეს ქორწილი, აივნიდან გადმოასხეს სითხე, რამაც აპარატურა დააზიანა.
ამავე თემაზე: