სააპელაციომ იოსებ სიგუას ელექტრონული სამაჯურის მოხსნაზე უარი უთხრა

20.07.26 17:39
სააპელაციომ იოსებ სიგუას ელექტრონული სამაჯურის მოხსნაზე უარი უთხრა

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, იოსებ სიგუას, რომელსაც ყოფილი მეუღლე სოფიო სიგუა-შატბერავა ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, ელექტრონული ზედამხედველობის გაქუმებაზე უარი უთხრა. 

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, სოფიო სიგუა-შატბერავას ადვოკატმა, თამარ ლუკავამ განაცხადა, მათ მიერ წარდგენილი პოზიცია სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლომ და ახლა უკვე სააპელაციო სასამართლომაც. 

ეს პოზიცია ეხებოდა იმას, რომ არსებობდა მომეტებული რისკი, მომეტებული საფრთხე, იმის რომ  მსხვეროლის სიციცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნებოდა და სწორედ ამიტომ იყო ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება და არ იყო საკმარისი შემაკავებელი ორდერი. 

112-ში არაერთი შეტყობინება იყო შესული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნით, თუმცა სანამ საჯარო არ გახდა საქმე და არ ატყდა ერთი ამბავი, და საზოგადოების ინტერესი არ გამოიწვია საქმემ, არ მოხდა შესაბამისი რეაგირება. აი, ასეთ ადამიანს, ვინ დააჯარიებდა თუნდაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომობილის ტარიებისთვის"- თქვა ადვოკატმა. 

ცნობისთვის, 11 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს ელექტრონული ზედამხედველობა ძალაში დაუტოვა. 

რა ვიცით ძალადობის საქმეზე? 

4 ივლისს  სიგუას ცოლმა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოქმედი პოლიციელი [იმ დროისთვის იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი] ძალადობაში ადანაშაულებდა. ხმაურიანი ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.

მას შემდეგ კი, რაც პროკურატურამ სოსო სიგუას ცოლის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო და პოლიციელს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრა, სიგუამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ საამართლო დარბაზში განაცხადა.

საგამოძიებო სიუჟეტში სოფო სიგუა ჰყვებოდა, რომ ქმარი მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა.

ქალი ამტკიცებს, რომ „იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“.

დოკუმენტი, რომელიც „შაბათის ეთერმა“ მოიპოვა, ადასტურებს, რომ იოსებ სიგუას 2026 წლის 21 თებერვალს, შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.