„მონა ვიყავი, თუ ქორწილში წავიდოდი, მოვიდოდი და მცემდა"- სოფია სიგუა ყოფილი ქმრის წინააღმდეგ
„მონა ვიყავი, ვერც კორპორატიულ საღამოზე მივდიოდი და ვერც ქორწილში. თუ წავიდოდი, მოვიდოდი და მცემდა“ - ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეთა კოლეგიას სოფია სიგუა-შატბერავამ. ქალმა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს, იოსებ სიგუას ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანასაულებს.
ქალი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ყოფილი ქმრისთვის ელექტრონული სამაჯურის მოხსნას. შატბერავას აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იოსებ სიგუა მასზე ძალადობას ისევ გააგრძელებს.
სოფია სიგუა - შატბერავას თქმით, მან მედიას თავდაცვის მიზნით მიმართა, რადგან სამართალდამცავები არცერთ მის საჩივარზე არ რეაგირებდნენ.
ძალადობის სავარაუდო მსხვეოპლმა თქვა, რომ თანაცხოვრების დროს, სოსო სიგუამ მას "ფული მოპარა".
მომიწია კამერებთან დგომა, რომ თავი დამეცვა. მომიწია შოუში მისვლა, იმიტომ რომ პატრული მოსულიყო. მსჯიდა, მეუბნებოდა, რომ სახლიდან გავთრეულიყავი - "ბავშვები დატოვე, შენ გაეთრიე". მან 200 000 [სავარაუდოდ ლარი] მომპარა. ეს ფული მან გადაირიცხა... რა ვქენი? - პატრულის გამოზახებას ვერ გავბედავდი, დავურეკე ბანკს, რომ დაებლოკათ ამისი [იოსებ სიგუას] ანგარიშები"- აცხადებს ქალი.
მისი თქმით, ქმარი ფიკურად მაშინაც უსწორდებოდა, თუ მას შეაგვიანდებოდა. სოფია სიგუას მონაყოლის მიხედვით, შსს-ს ექს მაღალჩინოსნის ძალადობას უყურებდნენ სასამართლოზე მიყვანილი "ცრუ მოწმეები".
ვერ დავდიოდი ქორწილში, კორპორაციულზე - მონა ჩვეულებრივი! რა აზრი აქვს, თუ წახვალ, მოხვალ და გცემენ და შენ ამას ეგუები"- თქვა სოფია სიგუა-შატბერავამ სასამართლო პროცესზე.
სხდომის დაწყებამდე ქალმა კომენტარი მისცა TV პირველს, სადაც თქვა, რომ დაუშვებელია დღევანდელ რეალობაში ქალები ისეთ ტყვეობაში იყვნენ, როგორშიც წლების განმავლობაში თავად იყო.
ჯერჯერობით, კიდევ ერთი პროცესი გველის წინ, ის ასაჩივრებს და ასაჩივრებს. როგორც ჩანს, ძალიან უყვარს ეს პროცესები. არ წყდება მისი საჩივრები ჩემს მიმართ და დედაჩემის მიმართ. იმედს ვიტოვებ, რომ მარტო შსს-ის მაღალჩინოსნები ვერ განაგებენ პრობლემებს, უფრო ზედა ეშელონებიც გვყავს და უნდა იყოს ლოიალური ქალების და ზოგადად, ძალადობის მიმართ ყველა მიდგომა.
ის უტრირებდა იმით, მე თუ ალკოჰოლ ან ნარკოდამოკიდებული ვარ, როგორ შეიძლება ერთი ჯარიმაც არ მქონდესო. როგორ შეიძლება მას ჯარიმა ჰქონდეს, როდესაც პატრულში ვრეკავ 4-ჯერ და პირველ ზარზე თვითონ უკავშირდება ჩემს ადვოკატს და ეუბნება, რომ ზარი გააუქმოს. ვრეკავ ისევ 112-ში და ვეუბნები, საიდან იცის მოძალადემ მე რომ თქვენ დაგირეკეთ - მეთქი, ამ რეალობაში, როგორ შეიძლება მას ჯარიმა ჰქონდეს? თითიდან გამოწოვილი მტკიცებულებებით და არგუმენტებით იბრძვიან“,- განაცხადა სოფიო სიგუა-შატბერავამ.“,-განაცხადა სოფიო სიგუა-შატბერავამ.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, იოსებ სიგუას, რომელსაც ყოფილი მეუღლე სოფიო სიგუა-შატბერავა ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, ელექტრონული ზედამხედველობის გაქუმებაზე უარი უთხრა.
რა ვიცით ძალადობის საქმეზე?
4 ივლისს სიგუას ცოლმა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოქმედი პოლიციელი [იმ დროისთვის იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი] ძალადობაში ადანაშაულებდა. ხმაურიანი ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.
მას შემდეგ კი, რაც პროკურატურამ სოსო სიგუას ცოლის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო და პოლიციელს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრა, სიგუამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ საამართლო დარბაზში განაცხადა.
საგამოძიებო სიუჟეტში სოფო სიგუა ჰყვებოდა, რომ ქმარი მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა.
ქალი ამტკიცებს, რომ „იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“.
დოკუმენტი, რომელიც „შაბათის ეთერმა“ მოიპოვა, ადასტურებს, რომ იოსებ სიგუას 2026 წლის 21 თებერვალს, შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.