"რუსეთიდან ე.წ. ტურისტების უმეტესობა არ არის ჩამოსული მარტო დასასვენებლად, არამედ ინფორმაციის შესაგროვებლად" - სკანდალური ვერსია რუს ტურისტ ქალზე

20.07.26 22:54
"რუსეთიდან ე.წ. ტურისტების უმეტესობა არ არის ჩამოსული მარტო დასასვენებლად, არამედ ინფორმაციის შესაგროვებლად" - სკანდალური ვერსია რუს ტურისტ ქალზე

"ქართული ლეგიონის" მეთაურის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, უკრაინაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კახეთის სასტუმროში, ქორწილში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე რუსი ტურისტი "პოტენციურად შეიძლება იყოს ის, რომელსაც უკრაინელი სამართალდამცველები ეძებენ და არის რუსეთთან კოლაბორანტი". 

ამის შესახებ მამუკა მამულაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" ისაუბრა

მისი თქმით, მსგავს პროვოცირებაზე სახელმწიფო სრუქტურებს რეაგირება უნდა ჰქონდეთ. 

სამწუხარო ინციდენტია, შემიძლია ვთქვა, რომ ვგმობ ძალადობას, მაგრამ ამ შემთხვევაში მგონია, რომ გამართლებულია, რადგან ეს ადამიანები, რუსეთის მოქალაქეები, ჩამოსული რუსეთიდან, ცდილობენ ჩვენი მოსახლეობის პროვოცირებას. ქართველის ოჯახში ქორწილი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა და ასეთი რაღაცის პროვოცირება და ჩაშლა დაუშვებელია. ასეთ პროვოკაციებზე უნდა რეაგირებდეს სახელმწიფო სტრუქტურები, სამართალდამცავები და სამწუხაროდ, თვითონ მოსახლეობას უწევს თავის დაცვა ასეთი ადამიანებისგან. თუ ეს ადამიანი მოხვდა რამდენიმე სამართალდამცავის ყურადღებაში, უნდა დაედეპორტებინათ, აღარ შემოეშვათ, მით უმეტეს, როდესაც ვრცელდება უკრაინაში ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი პოტენციურად შეიძლება იყოს ის, რომელსაც უკრაინელი სამართალდამცველები ეძებენ და არის რუსეთთან კოლაბორანტი. ჯერ არ ვიცით, დაზუსტებული ინფორმაცია არ არის ამის თაობაზე. თუ არის ეს ადამიანი საერთაშორისო ძებნაში, როგორ კვეთს რვაჯერ საზღვარს ისე, რომ უკრაინის მხარემ არ იცის?" - განაცხადა მამულაშვილმა.

მისივე თქმით, ტურისტების უმეტესობა ქვეყანაში არა მხოლოდ დასასვენებლად, არამედ ინფორმაციის შეგროვების მიზნით ჩამოდის. 

ინფილტრაცია ყოველდღიურად ხდება საქართველოში და საქართველოს სპეცსამსახურები არ ცდილობენ აღკვეთონ აგენტურის მუშაობა საქართველოს ტერიტორიაზე და ესაა ძალიან სამწუხარო. ეს არის ის შემთხვევა და ფაქტი, როცა საქართველოს მოქალაქეს უწევს თავის დაცვა ადამიანებისგან, რომლებიც ჩამოსული არიან იმისთვის, რომ მოუწოდონ პუტინს, შემოიყვანოს [ჯარი]. ასეთი პრეცედენტები რომ არ მოხდეს, ბევრად უფრო აქტიურები უნდა იყვნენ სამართალდამცველები საქართველოს მხრიდან.

ე.წ. ტურისტების უმეტესობა არ არიან ჩამოსული მარტო დასასვენებლად და არიან ჩამოსული იმისთვის, რომ ინფორმაცია შეაგროვონ, ბევრი დეტალი, რაც რუსეთის სპეცსამსახურებს სჭირდება, თუნდაც ქართული მხარის და ქართველების განწყობა შეამოწმონ. ტურისტებთან ერთად უდიდესი ინფილტრაციაა რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების და არაა გამორიცხული, რომ ეს პიროვნებაც ერთ-ერთი მათგანი იყოს," - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.

რა მოხდა 18 ივლისს? 

18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ჩხუბი მოხდა - ადვოკატების და ქორწილში მიწვეული სტუმრების ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფმა რუსებმა შეურაცხყოფა მიაყენეს წვეულების სტუმრებს და სითხე დაასხეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნომერში ავიდა - კადრებში, რომელსაც რუსი ტურისტები ავრცელებენ ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალს სახელში ხელს ურტყამს.

წვეულების სტუმრები ამბობენ, რომ რუსი მოქალაქეების  მიერ გავრცელებულ კადრში არ ჩანს, თუ რა ხდებოდა დაპირისპირებენდე რამდენიმე წუთით ადრე. დაკავებული კაცის ახლობლები აცხადებენ, რომ ოთახში მყოფმა ქალმა გიორგი ჭიღლაძეს ხელი დაარტყა. კაცს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება. 

პოლიციამ გიორგი ჭიღლაძე გამოკითხა, შემდეგ კი დააკავა. 

მსგავსი სიახლეები