კონფლიქტი მოუვიდა მესიჯის გამო, დაემუქრა, არ შეგარჩენო - მოკლულის დედა შურისძიების ვერსიაზე საუბრობს

24.11.21 13:04
კონფლიქტი მოუვიდა მესიჯის გამო, დაემუქრა, არ შეგარჩენო - მოკლულის დედა შურისძიების ვერსიაზე საუბრობს

თბილისში სისხლიანი გარჩევის შედეგად მოკლული 33 წლის დავით მარიკიანის დედა ამბობს, რომ მკვლელობა შურისძიებას უკავშირდება. მისი თქმით, კონფლიქტი მის შვილსა და მეზობელს შორის ერთი თვის წინ დაიწყო, რის შემდეგაც გოჩა ლაფირაშვილი მარიკიანს მოკვლით დაემუქრა. მოკლულის დედა დარწმუნებულია, რომ მეზობელმა მისი შვილის მკვლელობა წინასწარ დადგეგმა.

ერთი თვის წინ კონფლიქტი მოუვიდა მაგ ბიჭთან რაღაცა მესიჯის გულისთვის,  ამერიკიდან მესიჯი მოსწერა უბნის რძალმა ამხანაგს, შენი საქმე არ არის, მე უბნის რძლებთან როგორ ვიქნებიო, კონფლიქტი მოხდა და იჩხუბეს. მე გაგამწარებო, არ შეგარჩენო. ერთ სუფრასთან ქეიფობდნენ, იქ არაფერი ყოფილა. ჩამოსულა სახლში მერე ვიღაცას დაურეკია და  იარაღით ავარდნილა, მაგან მოუწყო, რომ მარტო ნახა, გამიზნული ქონდა.  მეზობლის ბიჭმა, სიგარეტზე შევედიო და რომ გამოვედი, ისროლაო", - ამბობს მოკლულის დედა.

ბრალდებული მკვლელობის ადგილიდან საგარეჯოში წავიდა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა.   დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები