ნატა ვიბლიანის გამოკითხვა იწყება - ქალი რომელიც ამბობს, რომ 9 წლიდან აუპატიურებდნენ, გამომძიებლებს ჩვენებას მისცემს
ნატა ვიბლიანის გამოკითხვა იწყება - ქალი რომელიც ამბობს, რომ 9 წლიდან აუპატიურებდნენ, რამდენიმე წუთში ემიგრაციიდან დისტანიცურად უპასუხებს ქართველი გამომძიებლების კითხვებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს დაადგინოს, ვინ არიან ის პირები, ვინც წლების განმავლობაში, სავარაუდოდ აუპატიურებდნენ ცხრა წლის გოგონას.
ადვოკატების თქმით, ნატა ვიბლიანი აღიდგენს ყველა მნიშვნელოვან ფაქტს და დეტალურად მიაწვდის ინფორმაციას საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს 34 წლის წინანდელ მოვლენებს.
აღნიშნული გამოკითხვიდან ყველა ველოდებით დეტალიზაციას თითოეული საკითხის, დეტალიზაციას იმ, დამნაშავეთა წრის, რომელსაც ნატა ვიბლიანი აქამდეც ადებდა ხელს, თუმცა როგორც მისგან მაქვს ინფორმაცია, გაცილებით მეტის თქმა შეუძლია საგამოძიებო ორგანოსთვის. ბუნებრვიია საგამოძიებო ორგანოსგან გვაქვს სრული მოთხოვნა იმისა, რომ თითოეული დანაშაულებრივი საკითხი გამოძიებულ იქნას.
ეს გახლავთ საქმე, სადაც ფიგურირებს არაერთი პირი ნატა ვიბლიანის გაუპატიურების დანაშაულში. გარდა ამისა ჩვენ მოთხოვნა გვექნება გამოძიებსი მიმართ, რომ მისი შვილის საკითხიც მოკვლეული იყოს. ქალბატონი ნატა ვიბლიანი ამბობს, რომ რომ მისი შვილი სამშობიაროშივე მოკლეს. ესეც იქნება ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც გამოძიებისგან მოვითხოვთ პასუხს.
საქმესთან და მტკიცებულებებთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაციას არ ვფლობთ, რადგან ჯერ ნატა ვიბლიანს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი და ბუნებრივია ჩვენ არ ჩაგვიბარებია მტკციებულებები, თუმცა როგორც საქმის მთავარი გამომძებელი გვეუბნება, არაერთი პირია დაკითხული", - განაცხადა ადვოკატმა მარიამ ბარსონიძემ.
- "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, უკვე გამოიკითხა 30 ადამიანი. გამომძიებლები შევიდნენ იმ სახლებიც კი, სადაც სავარაუდო დანაშაული ხდებოდა.
გამოკითხული არის პედოფილიაში მხილებული კაცი, ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი, მისი ოჯახის წევრები და მეზობლები.
ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი ახლა 59 წლისაა - თუ ნატა ვიბლიანს დავეყრდნობით, დანაშაული ჩხვიმიანმა 25 წლის ასაკში ჩაიდინა. წყარო "შაბათის ეთერს" უყვება, რომ პედოფილიაში მხილებული კაცი დანაშაულს არ აღიარებს.
ემიგრანტი ქალი ჰყვება, რომ მინიმუმ 6 წელი ცხოვრობდა სექსუალური ძალადობის და მუქარის ქვეშ.
მისივე თქმით, კაცი მას სიციცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუ მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა. ქალის მონაყოლის მიხედვით, ბაშიაჩუკ ჩხვიმიანმა ის ცხენზე გამოაბა და რამდენიმე მეტრი ათრია.
ნატა ვიბლიანი ამბობს, რომ სისტემატიური სექსუალური ძალადობის შემდეგ, 14 წლის ასაკში დაორსულდა - საავადმყოფო, სადაც ბავშვმა იმშობიარა, ზუგდიდში აღარ არსებობს, ამიტომ ახლა რთულია არქივებში იმის დადგენა, რა ბედი ეწია ჩვილს - გააშვილეს თუ დაიღუპა.