"ეს მხოლოდ აისბერგის წვერია.... საქართველო "კრიპტო სამოთხედ" არის გადაქცეული" - ეკონომისტები კრიპტო-კომპანიების დაჯარიმებაზე

21.07.26 17:30
"ეს მხოლოდ აისბერგის წვერია.... საქართველო "კრიპტო სამოთხედ" არის გადაქცეული" - ეკონომისტები კრიპტო-კომპანიების დაჯარიმებაზე

ეკონომისტები ფიქრობენ, რომ 11 პროვაიდერი კომპანიის დაჯარიმება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისთვის, მხოლოდ "აისბერგის წვერია" და სინამდვილეში საქართველოში ასეთი რისკების მატარებელი ბევრი კრიპტოკომპანიაა. 

გიორგი ხიშტოვანის თქმით, საქართველო "კრიპტო სამოთხედ" არის გადაქცეული და ქვეყანაში საეჭვო წარმომავლობის მათ შორის რუსული ფულიც მოძრაობს.

ეს არის რაღაცა აისბერგის წვერი - ნუ როგორც ჩანს, ეროვნულმა ბანკმა თავისი თავი ჩათვალა ვალდებულად, რომ კანონის აღსრულება მოეხდინა. 

ვისურვებდი, ნორმალურ ქვეყანაში პარლამენტით ამ თემით დაინტერესებას. ქართული ოცნების პარლამენტში ეს არის შეუძლებელი და ნუ რა თქმა უნდა, რისკების მატარებელია, რადგან ერთადერთი ფინანსური სექტორია მეტად თუ ნაკლებად სტაბილური ამ ქვეყანაში და ისიც თუ ამ რაღაცა "კრიპტო მეტასტაზებით" დაავადდა, ეს ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს საქართველოს ეკონომიკას.

საქართველო გახდა "კრიპტო სამოთხე" ამ რუსული მოძრაობისთვის, როგორც ჩანს და ეროვნული ბანკი იძულებულია, რომ ამ რაღაცა სიგნალებით ცოტა მოარჯულოს ეს ბაზარი", - აცხადებს გიორგი ხიშტოვანი. 

პაატა ბაირახტარის თქმით კი კომპანიები, რომლებიც კანონისიგან გვერდის ავლაშია არიან მხილებულნი, უმეტესწილად მთავრობასთან დაახლოებულ სუბიექტებთან ილინკებიან - ეკონომისტი ამბობს, სწორედ ამის დადასტურბაა "ოცნების" ყოფილი დეპუტატის ირაკლი სესიაშვილის კომოპანაიც, რომელიც 9000 ლარით დააჯარიმდა ეროვნული ბანკის მიერ. 

თუ ეროვნული ბანკი ამა თუ იმ კომპანიებს ან არ ამოწმებს ან ვერ ამოწმებს - ვერ ამოწმებს გამორიცხულია. თუ არ ამოწმებს, ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ჩვენ თუ დავაკვირდებით რიგ ფაქტორებს, კანონისიგან გვერდის ავლის და თავის არიდების თვალსაზრისით, დავინახავთ, რომ მთავრობასთან დაახლოებულ სუბიექტებთან ილინკება, როგორც წესი ეს ყველაფერი. ამიტომ ვერ გეტყვით, შეიძლება ამ ადამიანებსაც მიაჩნდათ, რომ რაღაცა ტიპის კრიშა ჰქონდათ, რადგან ისინი მთავრობასთან დაახლოებული ადამიანები იყვნენ და არ ელოდნენ ეროვნული ბანკისგან ამ ნაბიჯს. თუ დასამალი ამ ნაწილში არაფერი იყო, ეს არ გახლავთ იმ ტიპის გადაცდომა, რომელიც შეიძლება კომპანიას გაეპაროს", - ამბობს პაატა ბაირახტარი. 

ეროვნულმა ბანკმა "ოცნების" ყოფილი დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილის და ძმები პაპაშვილების კომპანიები დააჯარიმა - მათ გარდა, დაჯარიმებულია კრიპტოვალუტის ბაზარზე მომუშავე კიდევ 11 პროვაიდერი.

ფულადი სანქცირების მიზეზი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის  კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა გახდა.

  • ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ყველა შემთხვევაში კომპანიებმა დაარღვიეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი მოთხოვნები, რომლებიც გარიგებების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას, შენახვასა და სამსახურისთვის წარდგენას არეგულირებს.

ირაკლი სესიაშვილის კომპანიას შპს „უნოტრონს“ დარღვევის 3 ფაქტი გამოუვლინდა და 9 000 ლარით იქნა დაჯარიმებული. ხოლო შპს “ვაითბით ჯორჯია”, რომლის 30% სულხან პაპაშვილს ეკუთვნის, 20% ლაშა პაპაშვილს, ხოლო 50% უკრაინის მოქალაქის ვოლოდიმირ ნოსოვის საკუთრებაა - 3 000 ლარით დააჯარდა.