"ჩასაფრება იყო... ჰქონდა სავარაუდოდ ჰემატომა თავზე, ახლა არის გამოკვლევებზე" - ონისე ოქრიაშვილის მეუღლე
"ჩასაფრება იყო... ჰქონდა სავარაუდოდ ჰემატომა თავზე, ახლა არის გამოკვლევებზე" - ამის შესახებ იუმორისტის, ონისე ოქრიაშვილის მეუღლე, მარიამ სამუშია აცხადებს.
მისი თქმით, ონისე ოქრიაშვილი აქციიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დახვდნენ ქუჩაში, სახლთან, სამი ბიჭი, რომელმაც პირდაპირ ასე დაიწყო თავდასხმა, რომ შენ ის არ ხარ ნოდარ დუმბაძეს, რომ შეაგინეო. თავისთავად ეს ფაქტი არის "ქართული ოცნების" პროპაგანდის მიერ აგორებული აბსოლუტური აბსურდი... პროპაგანდისტულმა არხებმა მთელი რესურსი დახარჯეს იმაზე, რომ ონისესგან გამოეყვანათ მტერი, შეეზიზღებინათ ადამიანებისთვის და დღეს დახვდნენ სახლთან და სცემეს. ჩასაფრება იყო, როგორც გვითხრეს მერე ეს ბიჭები მთელი დღე აქ მოძრაობდნენო. ონისე დილიდან სამსახურში იყო, მერე იყო აქციაზე და აქციიდან მოდიოდა სახლში და მერე მოხდა ეს. რატომღაც იცოდნენ მისამართი. ონისე ერთ-ერთი გამორჩეული პროტესტის მონაწილეა და რა თქმა უნდა ეს არის საზიანო რეჟიმისთვის იმიტომ, რომ არ უნდათ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ადამიანებად აღიქვამდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც პროტესტში არიან ჩართულნი. ეს იყო ზუსტად ერთ-ერთი მცდელობა იმის, რომ ეს ადამიანი მოესპოთ მორალურად და ფიზიკურად.
ნორმალურად არი, რაც ვნახე აქვს სიწითლეები. სასწრაფოთი გადმოიყვანეს და როგორც შეამოწმეს ჰქონდა სავარაუდოდ ჰემატომა თავზე იმიტომ, რომ თავში ურტყამდენენ. ახლა არის გამოკვლევებზე, რომ გაიგონ არის თუ არა რაიმე დაზიანება ტვინზე," - ამბობს ონისე ოქრიაშვილის მეუღლე, მარიამ სამუშია.