"ჩვენი მხარდაჭერა ონისე ოქრიაშვილს" - "კაცები"

23.07.26 12:31
"ჩვენი მხარდაჭერა ონისე ოქრიაშვილს" - "კაცები"

"კაცები" კომიკოს ონისე ოქრიაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. ამის შესახებ გადაცემის წამყვანებმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნეს

მათი განცხადებით, ნოდარ დუმბაძე ცოცხალი რომ იყოს და რაიმეს აპროტესტებდეს, "ამოიღებდა პროპაგანდა ციტატებს და დაგვარწმუნებდა რომ იგი დასცინის ქართველებს". 

ნოდარ დუმბაძე ცოცხალი რომ იყოს და რაიმეს აპროტესტებდეს, მისი ხუთტომეულიდანაც ამოიღებდა პროპაგანდა ციტატებს და დაგვარწმუნებდა რომ იგი დასცინის ქართველებს, ღმერთს, მოხუცებს, ცალთვალებს და სმენადაქვეითებულებს. ნუ დაუჯერებ პროპაგანდას. ჩვენი მხარდაჭერა ონისე ოქრიაშვილს," - წერია პოსტში. 

ცნობისთვის, 23 ივლისის ღამეს ონისე ოქრიაშვილს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კომიკოსზე თავდასხმის კადრებში, რომელიც ადგილზე თვითმხილველებმა გადაიღეს, ისმის, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი კომიკოსს ეუბნება: "ნოდარ დუმბაძეს აგინე... ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები, შე **ეო". 

რამდენიმე დღის წინ, ონისე ოქრიაშვილმა პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ფაქტს ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას "აშავებენ", კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.