ირაკლი ჩიმაკაძის მისამართით გაკეთებული კომენტარის გამო, მალხაზ მაჩალიკაშვილი 2000 ლარით დააჯარიმეს

23.07.26 16:47
ირაკლი ჩიმაკაძის მისამართით გაკეთებული კომენტარის გამო, მალხაზ მაჩალიკაშვილი 2000 ლარით დააჯარიმეს

მალხაზ მაჩალიკაშვილი 2000-ლარით დააჯარიმეს - გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. 

მოსამართლემ პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული 21 წლის ბიჭის მამა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ჩიმაკაძის მისამართით, „საჯარო სივრცეში გაკეთებული შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო“ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩიმაკაძეს წლებია  მისი შვილის საქმეში მთავარი ფიგურანტად და პასუხისმგებელ პირად ასახელებს. 

ირაკლი ჩიმაკაძეთემირლან მაჩალიკაშვილის სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუს-ის კონტრ-ტერორისტული ცენტრის უფროსი იყო.

ცნობისთვის, პანკისელი ახალგაზრდა თემირლან მაჩალიკაშვილი, 19 წლის ასაკში, 2017 წლის დეკემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

მსგავსი სიახლეები