ეკა გიგაური განმარტავს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიღებას

23.07.26 17:21
ეკა გიგაური განმარტავს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიღებას

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განმარტავს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიღებას, სადაც საქართველოში რუსულ და ჩინურ გავლენებზეა საუბარი. 

მისი თქმით, თუ დადგინდება, რომ საქართველო მუშაობს და მოქმედებს რუსეთის და ჩინეთის ინტერესების შესაბამისად, ქვეყანაში დასავლური ინვესტიციები არ შემოვა. 

ამასთან, ეკა გიგაურის განმარტებით, თუ აშშ "ქართულ ოცნებას" პარტნიორად განიხილავს, "ასეთ დოკუმენტებს ნამდვილად არ მიიღებენ". 

ფაქტობრივად ამერიკული სპეცსამსახურები მოამზადებენ კონკრეტულ ანგარიშს, სადაც ისინი შეისწავლიან რა ტიპის გავლენებია საქართველოში რუსეთის და ჩინეთის მხრიდან. აქ საუბარია არა მხოლოდ ეკონომიკურ გავლენებზე, არამედ რამდენად პენიტრირებულები არიან მათი სპეცსამსახურები საქართველოში და საქართველოს ტერიტორიაზე. ეს დოკუმენტი იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შემდეგ უკვე განისაზღვროს 5-წლიანი გეგმა. თუკი საქართველო მუშაობს და მოქმედებს რუსეთის და ჩინეთის ინტერესების შესაბამისად, რა თქმა უნდა, დასავლური ინვესტიციები აქ არ შემოვა და ცხადია არც ამერიკული. ფაქტობრივად, არის სერიოზული ეჭვი, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ზუსტადაც გადაწყვეტილებას იღებენ რუსეთის და ჩინეთის ინტერესების შესაბამისად. ეს არ შეიძლება რომ ვინმეს უხაროდეს, რომ ასეთი რამ ხდება ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ ვიცით, რომ ეს ყველაფერი ხდება. თუკი ამერიკის შეერთებული შტატები მათ პარტნიორად განიხილავენ, ასეთ დოკუმენტებს ნამდვილად არ მიიღებენ, მათ აქვთ კონკრეტული კითხვები," - ამბობს ეკა გიგაური. 

ცნობისთვის, კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში მხარი 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა. 

ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ახლა სენტაში უნდა გადაიგზავნოს, საიდანაც მხარდაჭერის შემთხვევაში დონალდ ტრამპს გადაეგზავნება ხელის მოსაწერად, ამის შემდეგ კი მარკო რუბიოს განსაზღვრული დრო ექნება, რათა საიდუმლო ანგარიში მოამზადოს საქართველოს შესახებ.

ამის შემდეგ გაირკვევა, რა სტრატეგიას აირჩევს ამერიკა საქართველოსთან ურთიერობისთვის.

მსგავსი სიახლეები