25-დღიანი პატიმრობის შეფარდების შემდეგ ახობაძემ პირველი კომენტარი გააკეთა
ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 25 დღით პატიმრობაში გაუშვა, პირველ კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, დამნაშავედ ჩათვალეს ჩამდები პოლიციელების გინების გამო - "მაგათ თუ ჰგონიათ, რომ გამოვალ სხვა აზრზე ვიქნები, ძალიან ცდებიან".
მშიშარა ცუნცულები არიან, არაკაცები, 11-ვე, ჩამდებები ვინც არიან, რის გამოც წინაზე რვა თვით ვიყავი ციხეში, შესაბამისად მაგათ, რომ გავეცი პასუხი... ბოდიში ეთერში, რა ვიცი, ყველა ჩამდები პოლიციელის დედა მ***ნ, აქედან გავიმეორებ კიდევ ერთხელ.
დამნაშავედ ჩამთვალეს ჩამდები პოლიციელების გინებაში... გაბრაზდნენ, გაცოფდნენ, გამწარდნენ და პლუს ტელეფონის დაბრუნებას რომ ვთხოვდი, ჩემი ნივთის, რომელიც ერთი წელია იქ აქვთ და 3 კვირა არავინ რომ არ შემომეხმიანა და კაპეზეს კანცელარიის ხაზის დროს შესაბამისად მოვიხსენიე, რაც არიან და როგორებიც არიან, მაგის გამო.
წამოვწვები, დავისვენებ 25 დღე და მაგათ თუ ჰგონიათ, რომ გამოვალ სხვა აზრზე ვიქნები, ძალიან ცდებიან," - ამბობს გიორგი ახობაძე.