ექიმ გიორგი ახობაძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს

24.07.26 21:25
ექიმ გიორგი ახობაძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს

 

 

ექიმ გიორგი ახობაძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. შსს-ს თანამშრომლების განმარტებით, ამ დროისთვის ის მოსამართლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გადაჰყავთ. 

მედიკოსისა და სამოქალაქო აქტივისტის სახლში ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლები ცოტა ხნის წინ მივიდნენ. 

შსს-ს თანამშრომლებმა გიორგი ახობაძეს დადგენილება წაუკითხეს. დაკავებული ექიმი პოლიციის წარმომადგენლებს ეუბნებოდა, რომ საქმე "ჩამდები პოლიციელების შესახებ არის" და ეკითხებოდა, მოსწონთ თუ არა თავიანთი თანამშრომლები, რომლებიც "ჩამდებები" არიან. 

  • ცნობისთვის, მას სასამართლომ 25-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო. 

მსგავსი სიახლეები