პოლიციელების შეურაცხყოფა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით - რატომ დააკავეს გიორგი ახობაძე (ადვოკატის კომენტარი)
გიორგი ახობაძის წინააღმდეგ პროკურატურა მაქსიმალურ სასჯელს, 2-თვიან პატიმრობას ითხოვდა. ამის შესახებ დაკავებული ექიმის ადვოკატმა, მიშა ზაქარეიშვილმა "პირველებთან" განაცხადა.
მისი განმარტებით, შსს გიორგი ახობაძეს სამი ადამიანის შეურაცხყოფას ედავებოდა. მათგან ერთ-ერთი დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა და განმარტა, რომ მედიკოსს შეურაცხყოფა პირადად მისთვის არ მიუყენებია.
მიშა ზაქარეიშვილის თქმით, შსს სხდომაზე დავობდა, რომ ახობაძემ პოლიციელებს, სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებით, მიაყენა შეურაცხყოფა - "ეს ნიშნავს, რომ შსს-მ აღიარა, რომ ნარკოტიკის ჩადება არის პოლიციელების სამსახურეობრვი მოვალეობის შესრულება".
უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძისა და ლევან მახაშვილის შემთხვევაში, საუბარი იყო ისეთი ტერმინების გამოყენებაზე, როგორიცაა - "მატყუარა" და "მოღალატე".
სამი ადამიანის შეურაცხყოფას ედავებოდნენ, ერთი ადამიანი დაიკითხა დღეს სასამართლოში და პრინციპში დაადასტურა, რომ მისთვის პირადად არ მიუყენებია გიორგის შეურაცხყოფა, საუბარი იყო ჩამდები პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე. ჯერ ერთი, რომ არანაირი პერსონალიზაცია არ ხდება ამ გინების და არცერთი კონკრეტული ადამიანისითვის არ მიუყენებია, გარდა ამისა, შსს ედავებოდა მას, რომ მან პოლიციელებს მიაყენა შეურაცხყოფა, ამ პოლიციელების სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებით, რაც თუკი ჩამდები პოლიციელებისთვის გინება არის... ეს ნიშნავს, რომ შსს-მ აღიარა, რომ ნარკოტიკის ჩადება არის პოლიციელების სამსახურეობრვი მოვალეობის შესრულება. ეს არ არის რაიმე ინტერპრეტაცია, ეს არის, რაც პირდაპირ ვილაპარაკეთ სასამართლოზე.
რაც შეეხება კობახიძესა და ლევან მახაშვილის შეურაცხყოფის მიყენებას, ამ შემთხვევაში არანაირ უხამსობას ადგილი არ ჰქონდა, ეს იყო საჯარო Facebook პოსტი და კომენტარი, სადაც სავარაუდოდ გიორგის პოსტი იყო, მე მასალები ძალიან ცუდი ხარისხით გადმომეცა, საუბარი ისეთ ტერმინებზე, როგორიც არის "მატყუარა", "მოღალატე" - იქ არ იყო გინება... ამის გამო შსს-მ მოითხოვა 20თვიანი პატიმრობა, მაქსიმალური, ხოლო ცაცუამ მიუსაჯა 25 დღე, ჯერ არ ვიცი რატომ," - განაცხადა მიშა ზაქარეიშვილმა.