"სიძულვილის ენას ებრძვის რეჟიმი და მოძალადეს თავდებში უდგება დეპუტატი" - ბაჩო ქაჯაია

24.07.26 22:07
"სიძულვილის ენას ებრძვის რეჟიმი და მოძალადეს თავდებში უდგება დეპუტატი" - ბაჩო ქაჯაია

"სიძულვილის ენას ებრძვის რეჟიმი და მოძალადეს თავდებში უდგება დეპუტატი" - ამის შესახებ მსახიობმა, ბაჩო ქაჯაიამ განაცხადა და ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა. 

ბაჩო ქაჯაიამ გიორგი ახობაძის დაკავებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც მედიკოსი 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს, ამით აღიარეს, რომ "წამალი ჩაუდეს და ახლა Facebook პოსტის გამო 25 დღით პატიმრობაში გაუშვეს". 

გიორგი ახობაძის ისტორია რომ გავიხსენოთ ჩვენ, რომელიც დააპატიმრეს, რამდენიმე თვე ჰყავდათ ციხეში, გამოუშვეს და ამ გამოშვებით აღიარეს, რომ ის წამალი ჩაუდეს, ეს ადამიანი წაართვეს მოხუც დედას, რომელიც ავადმყოფი იყო, რომელსაც უვლიდა და ერთადერთი მომვლელი ჰყავდა შვილის სახით, [გიორგი ახობაძის] ციხეში ყოფნის დროს დედამისი გარდაიცვალა, ახლა გამოშუვეს იმიტომ, რომ აღიარეს, რომ წამალი ჩაუდეს და ახლა Facebook პოსტის გამო 25 დღით პატიმრობაში გაუშვეს. 

იმ ადამიანების გასაგონად მინდა ვთქვა, აღშფოთებულები, რომ არიან და იცავენ ონისე ოქრიაშვილისგან წმინდანებს, იცავენ ნოდარ დუმბაძეს, თან ამ ყველაფერს, რაც მთავარია აბრალებენ და ისე აკეთებენ, როგორც თვითონ უნდათ და აწყობთ და ის ადამიანები ამ ყველაფერს, ვისაც აჯერებენ, იჯერებენ და მერე ამბობენ, რომ ძალადობას კი გმობენ, მაგრამ სამართლიანად მოხვდა ონისეს ხელი. სიძულვილის ენას ებრძვის რეჟიმი და მოძალადეს თავდებში უდგება დეპუტატი. არ ვიცი კიდევ რამდენი რამე შეიძლება ჩამოვთვალოთ. 500-ზე მეტი ადამიანი, რომელიც დადასტურებულად ნაცემი, ნაწამებია, სახის ძვლები აქვს დმატვრეული - არცერთი პოლიციელი არ არის დასჯილი... როგავას მაგალითსაც შეიძლება შევეხოთ, რომ სამართლიანობა და ობიექტურობა დავიცვა, ისეთ პირობებში აქვს ადამიანს მიცემული ჩვენება, რომ თვითონ დაზარალებულს არ სჯერა, რომ ეს შეიძლება იყოს მასზე თავდამსხმელი. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ვფიქრობ, არათუ უნდა შევეგუოთ, არამედ კიდევ უფრო ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ ამაზე," - განაცხადა მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ. 

მსგავსი სიახლეები