სისხლიანი ანგარიშსწორება ვერაზე - ნიკა კაპანაძეს კლინიკიდან საპატიმროში დღესვე გადაიყვანენ
სისხლიანი ანგარიშსწორება ვერაზე - 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე ბრალდებულ ნიკა კაპანაძეს ალადაშვილის სახელობის კლინიკიდან ციხეში დღესვე გადაიყვანენ.
ადვოკატი ირაკლი აბსანძის თქმით, ასეთია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დრეს ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ნიკა კაპანაძეს დღეს დუმილი არ დაურღვევია.
უფლებადამცველის თქმითვე, დღეს დაცვის მხარეს არანაირი სამედიცინო დოკუმენტაცია არ წარუდგენია, რაც ბრალდებულის ფსიქიატრიულ პრობლემებზე მიუთითებდა.
მას შეეფარდა პატიმრობა და უნდა გადაიყვანონ საპატიმროში. ეს გადაწყვიტა სასამართლომ.
არაფერი დოკუმენტაცია არ წამომიდგენია ამ სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე და ის, რომ საქმეში არ არის მსგავსი დოკუმენტაცია, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. არაფერი არ უთქვამს სხდომის დროს", - განაცხადა ადვოკატმა.
- ცნობისთვის, დღეს პროკურორმა თქვა, რომ ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ინფორმაცია ეყრდნობა დედის ჩვენებას, სამედიცინო ისტორიით კი არ დასტურდება.
- მისივე თქმით, როგოროც ყველა ბრალდებულს ნიკა კაპანაძესაც ჩაუტარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
- პროკურორის ვარაუდით, დედის მიერ გავრცელებული ცნობები შესაძლოა შვილისთვის მოსალოდნელი პასუხისმგბელობის აცილებას ან სასჯელის შემსუბუქებას ემსახურებოდეს.
7 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე ბრალდებული ნიკა კაპანაძის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლო პროცესი ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ჩატარდა, სადაც მოსამართლე მარიდაშვილი და პროკურორი გამოცხადდა.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებულის საპატიმროში გადაყვანა დღესვე მოხდება.
ვერაზე მომხდარი სისხლიანი ანგარისშსორების ფიგურანტს, ნიკა კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარედგინა.
დაკავებულს ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე.
საქმის მასალების მიხდვით, ნიკოლოზ კაპანაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან, რა დროსაც მან „GLOCK 34 GEN 4“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, განზრახ მკვლელობის მიზნით მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.
ასევე ირკვევა, რომ აყვანის სპეცოპერაციის დროს, ბრალდებულმა პოლიციელების მიმართაც განახორციელა მუქარა და კარების გაღებისთანავე მის ხელთარსებული „GLOCK 34 GEN 4“ და ,,ARMALITE SPR MOD 1“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღებიდან, მათი სიცოცხლის ხელყოფას შეეცადა, თუმცა, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განიარაღების შედეგად ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.
- შეგახსენებთ, 22 ივლისს, გვიან ღამით, თბილისში, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. დაშავებულთაგან 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა