დიდი საფრთხე მაქვს - ქალი, რომელიც პოლიციის ექს მაღალჩინოსან ქმარს ძალადობაში ადანაშაულებს, დაცვის გარანტიებს ითხოვს

27.07.26 13:33
დიდი საფრთხე მაქვს - ქალი, რომელიც პოლიციის ექს მაღალჩინოსან ქმარს ძალადობაში ადანაშაულებს, დაცვის გარანტიებს ითხოვს

 

 

სოფია სიგუა, რომელიც პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, დარწმუნებულია, რომ იოსებ სიგუა სასამართლო პროცესზე იმიტომ არ გამოცხადდა, რადგან კარგად იცოდა, რა გადაწტყეტილებასაც მიიღებდა მოსამართლე.

ქალი ამბობს, რომ მოსამართლის განცხადებას, რა დროსაც მან თქვა, რომ ძალადობის მტკიცებულებები არ აქვს, არ ეთანხმება და აცხადებს, რომ დევნის ფაქტები იმაზე ბევრია, ვიდრე საჭიროა.

სიგუა უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. 

რადგან თვითონ იოსებ სიგუა ადგილზე არ არის, ესეც იმაზე აპელირებს, რომ მან ძალიან კარგად იცოდა, არ კმაყოფილდებოდა. მტკიცებულებები როგორ არ არის, ჯერ მარტო რაც თქვენ გაქვთ ჟურნალისტებს, დევნის ფაქტი, რამდენია. მერე პლუს ამას ძალადობის და მშხვრევის, მაშინ იქითა მხრიდან რა არის საკმარისი, გვაზავას მოწმეობა, რომ მან დაარღვია შემაკავებელი და დაერეკა და გვაზავა იღებს ალიბს თავის თავზე? მან რომ მე ხვალ მომკლას, გვაზავა იტყვის, რომ ჩემთან ერთად იყო, ამის მოკლული არ არის, ეს არის პასუხი. ისინი გრძნობენ საფრთხეს, იმიტომ რომ აქვთ საკმარისი მტკიცებულებები, რეალური ჩვენებები, მეორე მხარეს არანაირი მტკიცებულებები არ აქვს, თუ არა ამოფარვებები, როგორც ბევრჯერ აღვნიშნე,  ქონებრივ დავაში. ის სულ სხვა რაღაცაა, თუმცა, იოსებ სიგუა დაობს, ძალადობა სრულიად სხვა რაღაცაა, ამ ორ ქეისს ერთმანეთში გადაფარვის მიზნით ურევენ.

შემდგომში ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ, დამცავი ორდერი არსებობს, მომწეთა დაცვის პროგრამა არსებობს. 13 - წლიანი დუმილი დავარღვიე და ვთქვი, ეს იმის ნიშანია, რომ მე დიდი საფრთხე მაქვს. მე რადგან ასეთი ხმამაღალი ვარ, ეს ჩემი სიმართლის დამადასტურებელია. ის რადგან ასეთი ფარისეველია, ეგაა ზუსტად ის ვირთხული საქციელი, - ამბობს სოფია სიგუა.

სოფია სიგუას უფლებების დამცველი ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას არ გაკვირვებით, რადგან ელექტრონული ზედამხედველობა, რომელიც იოსებ სიგუას მიმართ ორი ინსტანციის სასამრთლომ დააწესა, ცხადყოფს იმას, რომ არსებობდა რეალური საფრთხე და რისკები იმის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს შექმნოდა სიცოცხლის და ჯანმრთელობის პრობლემები.

რა თქმა უნდა, არსებობდა ძალადობის ფაქტები, ამის დამადასტურებელია ის, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაწყებულია, არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული აქვს პროკურატურას. ასევე ელექტრონული ზედამხედველობა დაწესებულია, ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ, კანონიერ ძალაში შესული ეს გადაწყვეტილება, რაც ცხადყოფს, რომ არსებობდა რეალური საფრთხე და რისკები იმის, რომ მსხვერპლს შექმნოდა სიცოცხლის და ჯანმრთელობის პრობლემები, - ამბობს თამარ ლუკავა.

  • პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს, იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერის გაუქმებაზე უარი უთხრეს.
  • აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა გოგიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

 

მსგავსი სიახლეები