რატომ არის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაული განცხადება, რომელიც MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა გააკეთა - იურისტის განმარტება

27.07.26 14:44
რატომ არის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაული განცხადება, რომელიც MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა გააკეთა - იურისტის განმარტება

ადვოკატი ომარ ფურცელაძე MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“ ახალი მოძრაობის დაფუძნებას ეხმაურება. 

ადვოკატი წერს, რომ იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის ან პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც.

ფურცელაძე იმედოვნებს, რომ მინიმალური კეთილგონიერება მაინც აღმოაჩნდება ვინმეს იმისთვის, რომ ისედაც მძიმე პოლარიზებულ გარემოში მდგომარეობის სრული რადიკალიზაცია არ დაუშვას.

“[ჩვენი ორგანიზაცია] გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას.”

[….] “არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვართ, […] ციხეშიც წავიდეთ".

- ცალკე აღებული, ზემოთ ნაჩვენები ტექსტი და შესაბამისად ქმედება (ორგანიზაციის შექმნა) არის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაული.

- მეორე მხრივ, იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის ან პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც.

იმედს ვიტოვებ, მინიმალური კეთილგონიერება მაინც აღმოაჩნდება ვინმეს იმისთვის, რომ ისედაც მძიმე პოლარიზებულ გარემოში მდგომარეობის სრული რადიკალიზაცია არ დაუშვას, - წერს ფურცელაძე. 

MMA-ს მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა,  რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, [მათი ვინაობა არ დაუსახელებია] ახალი მოძრაობა დააფუძნა.  ამის შესახებ მან საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მებრძოლი აანონსებს, რომ ტრადიციების, ღირებულებებისა და რელიგიის დაცვის საბაბით, ციხეში ჩაჯდომასაც არ მოერიდება.

ამასთან, გიორგი ქართველიშვილი ამტკიცებს, რომ ორგანიზაციის დაფუძნება "ქართულ ოცნებასთან" არ შეუთანხმებია.

ამავე თემაზე: