“სებ-ის დაშვების მიუხედავად, შესაძლოა, რიგ შემთხვევებში კომერციულმა ბანკებმა მომსახურებაზე უარი განაცხადონ“ - ეკონომისტები

27.07.26 18:28
“სებ-ის დაშვების მიუხედავად, შესაძლოა, რიგ შემთხვევებში კომერციულმა ბანკებმა მომსახურებაზე უარი განაცხადონ“ - ეკონომისტები

 

 

სებ-ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, კომერციული ბანკები “თელასის“ ეროვნულ ვალუტაში მომსახურებას გააგრძელებენ, ეკონომისტებს კითხვებს უჩენს.

მათი თქმით, ახლა თავად კომერციულ ბანკებზე იქნება დამოკიდებული, ვინ გააგრძელებს ურთიერთობას თელასთან. ამასთან, ისინი ამბობენ, რომ სწრედ ახლა ჩნდება შესაძლებლობა, ინტერ რაოს სანქირცების შემდეგ, სახელმწიფო აღნიშნული კომპანიის შეძენა მოინდომოს.

ეკონომისტების თქმით, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ  რუსული კავშირები და ინვესტიციები სახიფათო ხდება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

უკვე ცხადი გახდა, რუსული კავშირები და ინვესტიციები, როგორ ხდება სახიფათო საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და ოჯახისთვის, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის “თელასის“ მომხმარებელი. როგორ აპირებს ეს კომპანია უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ამ კითხვებზე უნდა გასცეს ამ კომპანიამ პასუხი. პასუხი უნდა ითხოვოს მარეგულირებელმა კომისიამ. მხოლოდ ლარში შეძლებს ანგარიშსწორებას ნიშნავს, რომ “თელასიც“ არის დასანქცირებული. როგორც ჩანს, უბრალოდ ამის თქმა არ უნდოდა ეროვნულ ბანკს, თუ თელასი დასანქცირებულია, რას ნიშნავს ეს ქვეყნის უზრუნველყოფისთვის, სერვისების მიწოდების ნაწილში. გვაქვს სიტუაცია, როდესაც სახლემწიფოს ფაქტობრივად უჩნდება შესაძლებლობა, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი აქტივი დაიბრუნოს. ფაქტია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი აქტივის რუსულ ხელში ყოფნა, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ფუნქციონირებას. მე მგონი, ეს საკმარისია იმისთვის, რომ დაფიქრდეს “ქართული ოცნების“ მთავრობა, და მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად შესაძლებელია ამ რისკების მინიმიზაციისთვის და ეროვნული უსაფრთოების გარანტიისთვის ამ აქტივის დაბრუნება, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.

“ერთია ეროვნული ბანკის დამოკიდებულება ამ ნაწილში, ხოლო მეორეა, თავად კომერციული ბანკების პასუხისმგებლობა“- აცხადება პაატა ბაირახტარი და არ გამორიცხავს, რომ “ეროვნული ბანკის დაშვების მიუხედავად, რიგ შემთხვევებში კომერციულმა ბანკებმა მოსამხურებაზე უარი განაცხადონ“.

ერთი, რომ შიდა ტრანზაქციებზე, როგორც ეროვნული ბანკი ამბობს, პრობლემა არ იქნება, რომელიც ლარში იქნება განხორციელებული, ხოლო თუ მათ მოუწევთ საერთაშორისო ტრანზაქციები დოლარში, ან თუნდაც დივიდენდის გადარიცხვა ცენტრალურ კომპანიაში, ამ ნაწილში ისინი იქნებიან შეზღუდულები და ნათლად წერია, რომ მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა ტრანზაქციის ტიპს და მნიშვნელობას. ერთია ეროვნული ბანკის დამოკიდებულება ამ ნაწილში, ხოლო მეორეა, თავად კომერციული ბანკების პასუხისმგებლობა, რამდენადაც ყოფილა ჩვენ შემთხვევაში, როდესაც ეროვნულ ბანკს, სხვადასხვა ქეისებთან მიმართებაში კონკერტული სხვა გადაწყვეტილება მიუღია და დაუშვია ნებართვა, თუმცა, თავად კომერციულ ბანკებს აღნიშნულ ტრანზაქციაზე უარი უთქვამთ. აქედან გამომდინარე, არც აღნიშნული თემა იქნება გამონაკლისი, ასეთ შემთხვევაში და შესაძლებელია, ეროვნული ბანკის დაშვების მიუხედავად, რიგ შემთხვევებში კომერციულმა ბანკებმა მოსამხურებაზე უარი განაცხადონ, - აცხადებს პაატა ბაირახტარი.

  •  ევროკავშირმა რუსულ ენერგოკომპანია „ინტერ რაოს“ სანქციები დაუწესა. სანქციების მიზანი რუსეთის სამხედრო აგრესიის დაფინანსებისთვის გამოყენებული ფინანსური და ენერგეტიკული რესურსების შეზღუდვაა.
  • ექსპერტების შეფასებით, გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს საქართველოზეც, რადგან „ინტერ რაო“ არაპირდაპირ ფლობს „თელასის“, „თელმიკოს“ და „ხრამი ჰესების“ წილებს. მათი თქმით, ეს ქართულ ენერგოკომპანიებს ევროპულ ბანკებთან ანგარიშსწორებასა და საერთაშორისო ფინანსურ ოპერაციებს გაურთულებს.