ძალადობა ტრადიციების სახელით? - რა რეაქცია მოჰყვა MMA-ს მებრძოლის განცხადებას

27.07.26 20:41
ძალადობა ტრადიციების სახელით?  -  რა რეაქცია მოჰყვა MMA-ს მებრძოლის განცხადებას

ახალი ფორმირების შექმნის შესახებ საგანგებო განცხადება, გივი ქართველიშვილმა დღეს გააკეთა. ბრიფინგზე, რომელიც ოთხ უცნობ თანამოაზრესთან ერთად გამართა, თქვა რომ იქმნება მყისიერი რეაგირების ჯგუფი, რომელიც ისტორიული პერსონების შეურაცხყოფის ავტორებს დასჯის. ქართველიშვილი, რომელიც ბრძოლა წესების გარეშე ტურნირის მონაწილეა, ბრიფინგზე წინასწარ დაწერილი ტექსტით მივიდა. 

საქართველოში მოქმედებს კანონი და კანონს აღასრულებს, პოლიცია პროკურატურა ან სასამართლო. ჩნდება კითხვა - ვისი იდეაა იყო სახელმწიფო ორგანოების პარალელურად შექმნას დაჯგუფება, რომელიც ხალხს ანგარიშსწორებით დაემუქრება. სოციალურ ქსელში ახალი დაჯგუფება უკვე შეადარეს კადიროვის მორალის პოლიციას, რომელიც ჩეჩნეთში არასასურველ მოქალაქეებს სასიკვდილოდ სცემს. 

ამის შემდეგ, ახალი დაჯგუფების შემქმნელი მისივე დაანონსებული ბრიფინგიდან ისე წავიდა, რომ მასთან ერთად მყოფი ოთხი პირიდან არცერთი წარუდგენია. გივი ქართველიშვილი "ქართულ ოცნებასთან" დაახლოვებული პირია. სოციალურ ქსელში თავად აქვს გამოქვეყნებული ამ კავშირების დამადასტურებელი ფოტოებიც. კაცს, რომელიც დღეს სიწმინდეების დაცვის სახელით ხალხზე ანგარიშსწორებას და ციხეში წასვლას აანონსებდა, ჩვენ დავუსვით რამდენიმე კითხვა, იმ ქართველებზე ვის დასაცავად ბრძოლა დღეიდან გახსნილად გამოაცხადა. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში