"ვიდეოს როგორ ვერ ვხედავ, მაგრამ დარღვევას ვერ ვხედავ" - გოგა მემანიშვილი დავით მამაგეიშვილზე

27.07.26 20:30
"ვიდეოს როგორ ვერ ვხედავ, მაგრამ დარღვევას ვერ ვხედავ" - გოგა მემანიშვილი დავით მამაგეიშვილზე

 

 

პოლიციის მაღალჩინოსანი, გოგა მემანიშვილი ამბობს, რომ გუშინდელ კადრებში, სადაც დავით მამაგეიშვილი აქტივისტ, სანდრო სეხნიაშვილს სახეში სილას არტყამს, კანონდარღვევას ვერ ხედავს. 

თავისუფლების მოედანზე, გოგა მემანიშვილს მოქალაქეებმა გუშინდელი აქციის დროს პოლიციის მიერ აქტივისტების დაკავების კადრები აჩვენეს. 

პოლიციის მაღალჩინოსნის თქმით, თუ ვინმე ვიდეოში კანონდარღვევას ხედავს შესაბამის უწყებას უნდა მიმართოს. 

რა მნიშვნელობა აქვს თეთრი [ფურცელი] იქნება, თუ შავი. ვინც დაარღვია ის დავაკავეთ. არ აქვს ამას მნიშვნელობა [რამდენის დაკავებას ვაპირებთ]. თუ რაიმე სახის სამართალდარღვევაა პოლიციელების მხრიდან, გადაცდომა, შესაბამის უწყებას შეგიძლიათ მიმართოთ, წარუდგინოთ თუ რაიმე მტკიცებულება გაქვს და რეაგირება მოჰყვება. არ მინახავს [როგორ აკავებდნენ გუშინ მოქალაქეებს]. შესაბამის უწყებას წარუდგინეთ [ვიდეო მტკიცებულება]... ვიდეოს როგორ ვერ ვხედავ, მაგრამ დარღვევას ვერ ვხედავ, თუ თქვენ თვლით, რომ ეს დარღვევაა შესაბამის უწყებას... რა თქმა უნდა არის და თუ ფიქსირდება, რომ რაიმე სახის გადაცდომაა პოლიციელის, მიბრძანდით, წარუდგინეთ და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. არა [არ არის კანონდარღვევა, რაც ვნახე]... კარგით პირველად ხომ არ ხდება ასეთი მსგავსი ფაქტი..." - ამბობს გოგა მემანიშვილი. 

[ფოტო: Mo Se]