თელავში მოზარდს დენმა დაარტყა

29.07.26 12:15
თელავში მოზარდს დენმა დაარტყა

თელავში, ერეკლე II-ის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „ბატონის წყალზე“, მოზარდს დენმა დაარტყა. ინფორმაცია გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან”, მოქალაქეებმა აცნობეს.

შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. როგორც მათ თქვეს, მოზარდი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე წყლის საქაჩი ტუმბო იყო განთავსებული და არის ვარაუდი, რომ მოწყობილობა შესაძლოა უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე ფუნქციონირებს.