ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა კაცმა დუმილი დაარღვია - ფემიციდი ფოთში

27.10.26 16:12
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა კაცმა დუმილი დაარღვია - ფემიციდი ფოთში

ფემიციდი ფოთში - ცოლის,  47 წლის ინგა ყა­ლი­ჩა­ვას მკვლელობაში ბრალდებულს, ზაზა კარბაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.  გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შოთა ბიჭიამ გამოაცხადა. 

როგორც ადგილიდან "პირველების" კორესპოდენტი იუწყება, ბრალდებულმა კაცმა სასამართლოზე დუმილი დაარღვია, ცოლის მკვლელობა აღიარა და დასჭინა, რომ "ჩადენილს ნანობს". 

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეს შუამდგომლობა არ დაუყენებია, რადგან ბრალდებულის მოთხოვნა იყო მის მიმართ პატიმრობა ყოფილიყო  გამოყენებული.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს, ფოთში, ბრალდებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილი მეუღლე [ინგა ყალიჩავა] მოკლა.

პროკურატურის ცნობით, კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ერთ-ერთ ვერსიით, მომხდარის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. 

მსგავსი სიახლეები