ვერაფრით წარმოვიდგენ, რომ ივანიშვილის გარეშე სათამაშო ბიზნესმა იარსებოს - თამარ ჯაფარიძე

27.10.26 16:29
ვერაფრით წარმოვიდგენ, რომ ივანიშვილის გარეშე სათამაშო ბიზნესმა იარსებოს - თამარ ჯაფარიძე

 

 

„88-მილიარდიან ბრუნვას ნუ ეთამაშებიან“ - ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ წარმომადგენელი თამარ ჯაფარიძე კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების კანონპროექტს აკრიტიკებს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ ჯაფარიძე ხელისუფლებას სათამაშო ბიზნესის კონტროლის მექანიზმების განმარტებას სთხოვს და პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, მათ შორის მოზარდებში, სერიოზულ პრობლემად რჩება, ხელისუფლება სათამაშო ბიზნესის წახალისებაზე ზრუნავს. ჯაფარიძე განსაკუთრებულ ყურადღებას ციფრული ვალუტის გამოყენებასა და მისი კონტროლის საკითხზე ამახვილებს.

აქ უკვე ჩაიდო უდიდესი რისკი, აქ უკვე ჩაიდო ჩვენი ახალგაზრდების გენოციდის აბსოლუტურად გადადგმული ნაბიჯი. რატომ ეძლევა საერთაშორისო ლიცენზია სათამაშო დაწესებულებებს, რომელიც ჩვენთან ოპერირებენ და საერთაშორისო ოპერატორები ეძებენ ისეთ იურისდიქციას, სადაც აქტიურად არის გამოყენებული საბანკო სერვისები და აქტიურად გამოიყენება ციფრული ვალუტა.

სათამაშო ბიზნესი, რომელსაც ქვეყანაში არ აკისრია არანაირი სოციალური პასუხისმგებლობა და მასზე ზრუნავს და ლობირებს საქართველოს პარლამენტში მჯდომი დეპუტატი და აღმასრულებელშიც ეყოლება აუცილებლად, და ეს სცდება ყველა მაღალჩინოსანს. ვერაფრით ვერ წარმოვიდგენ, ბატონი ივანიშვილის გარეშე ამ ბიზნესმა 88 მლრდმა იარსებობს ქვეყანაში. იცის, ბატონმა ბიძნამ რამდენი დედაა ამით გაუბედურებული?! ყველა ინსტიტუციას სცდება აზარტული მომგებიანი თამაშობების ბიზნესი. ვერც ფინანსთა სამინისტრო, ვერც შემოსავლების სამსახური, ვერცერთი სამინისტრო ამას ვერ მოაგვარებს თუ ერთმა ადამიანმა არ მოისურვა ამის მოგვარება, ჩვენი "ქართული ოცნების", ჩვენი ქვეყნის გამგებელი და პატრონი, ეს არის ბატონი ივანიშვილი. მე მივმართავ კიდევ ერთხელ, 88 მლრდ-იან ბრუნვას ნუ ეთამაშებიან. აქ შემოვა ფული, რომელსაც ვერ გააკონრტოლებენ და ან როგორ გააკონრტოლებენ, ამ კანონში მე ვეზებე და ვერ ვნახე და ბევრი კითხვის ნიშანი გამიჩნდა. მაშინ გამოვიდნენ ფინანსთა კომიტეტის თავმდჯომარეები, მისი მოადგილეები, ბატონი შოთა ბერეკაშვილი და აგვიხსნან, რა მექანიზმებით აპირებენ ციფრული ვალუტის გაკონტროლებას სათამაშ ბიზნესში, რომელიც აქტიურდა უნდა ჩაიდოს თურმე და ეს იქნება როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნისთვის ეკონომიკური მდგრადობის გარანტი. რა მდგრადობაზეა ლაპარაკი, როცა ქვეყანაში 10%-მდე მოზარდია თამაშდამოკიდებული, 56 მლრდია უკვე ორი კვარტლის ბრუნვა, - ამბობს თამარ ჯაფარიძე. 

პარლამენტში კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას განიხილავენ. კანონპროექტით, 3 მილიონ ლარზე მეტი საპრიზო ფონდის მქონე საერთაშორისო აზარტული ტურნირების ორგანიზატორები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან, უცხოელი მონაწილეები კი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა ოფიციალურ რეესტრში ე.წ. შავ სიაში 36 000-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, რეალური ციფრი გაცილებით საგანგაშოა და აზარტულ თამაშზე  დამოკიდებულიი მოქალაქეების რიცხვი 350 ათასს აღწევს. მათ შორის უამრავი მოზარდია.

სკოლის ასაკიდან დაწყებული თამაში, დანგრეული მომავალი და ფული, რომელსაც სიკვდილის სუნი უდის - ასე შეაფასეს შვილმოკლულმა დედებმა სათამაშო ბიზნესის მიერ გამომუშავებული მილიარდები, რომელთაც მიღმა კონკრეტული ადამიანების ტრაგედიები დგას.

სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ, 2025 წელს 88,37 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც ქვეყნის ბიუჯეტს ბევრად აღემატება. 

მსგავსი სიახლეები