ქურდულ სამყაროსთან კავშირის საქმე - ადვოკატი აუდიო-ჩანაწერის ავთენტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს
პროკურატურა ე.წ. ქურდულ სამყაროს მხარდაჭერის, მიმართვისა და წევრობის ბრალდებით დაკავებული 33 პირის პატიმრობას ითხოვს. სახელმწიფო ბრალდება შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართავს.
ე.წ. ქართველი კანონიერი ქურდის "ხონსკი" დაჯგუფების წევრებად მიჩნეული პირები დანაშაულს არ აღიარებენ, ყველა დუმილის უფლებას იყენებს.
გამოძიება ამბობს, რომ დაკავებულთა წინააღმდეგ აქვს ფარული აუდიო ჩანაწერები. სატელეფონო კომუნიკაციაში ისმის როგორ იგეგმება პირებზე თავდასხმა და როგორ წყდება ქურდული წესებით ფინანსური დავები.
ადვოკატები, რომლებმაც დაკავებულები მოინახულეს და საქმის მასალებს გაეცნენ, ამბობენ, რომ მათ დასაცავ პირებს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ.
იურისტების თქმით, იმ აუდიო-ჩანაწერების ავთენტურობაც დასადგენია, რომრლიც საქმეში დევს.
როგორც "პირველებმა" გაარკვია, ერთ-ერთი დაკავებული წყალტუბიოში სააფთიაქო ბიზნესს ფლობს, შესაბამისად აღნიშნული პირის ადბოკატის თქმით, დაავებულ ბიზნესმენს ე.წ. კანონიერ ქურდებთან არანაირი შემხებლობა არ აქვს.
ჩვენი და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციაა, რომ მას შემდეგ, რაც აღნიშნულ მტკიცებულებებს დეტალურად შევისწავლით, მხოლოდ ამის შემდეგ დააფიქსირებს პოზიციას, იმასთან დაკავშირებით რასაც ედავებიან. მას ედავებიან ქურდული სამყაროს წევრობის ორ ეპიზოდს.
სანამ ამ აუდიო-ჩანაწერებს არ შევისწავლით, მის არსებობას არ დაადასტურებთ"- თქვა დაკავებულის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
მისი თქმით, დაკავებულს მძღოლების ეპიზოდში მონაწილეობას პროკურატურა არ ედავება. ინიციალები კი შესაძლოა, დამთხვევა იყოს.
ბრალის დადგენილებაში მძღოლებთან დაკავშირებით მას პროკურატურაც კი არ ედავება. რა ინიციალებითაც სატელევიზიო სიუჟეტებში გავიდა, ის არ არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. შესაძლოა მსგავსი ინიციალებით, სხვა პიროვნებაც იყოს დაკავებული ამ 33 პირს შორის.
დაკავებულის ოჯახს აქვს ბიზნესი, სადაც ჩართულია თავადაც. მამუკა ჩხაბერიძეს არც კი იცნობს, რასაც თქვენ მეკითხებით, სავარაუდოდ არის სხვა ბრალდებული. პირდაპირ გეუბნებით, პროკურატურა მას ამ პირთან [ხონსკისთან] კავშირს არ ედავება"-დასძინა მან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ თქვა, რომ 27 ადამიანი დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის გამო, ხოლო კიდევ ექვსს ბრალდება წარედგინება - ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.
დაკავებულებს 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.