ოჯახი ეძებს ტაილანდელი მოგზაურს, რომლის კვალი მათი თქმით, საქართველოში დაიკარგა
ოჯახი ტაილანდელ მოგზაურს, იუტუბერ, ჰლუნ სოლოს ეძებს - მათი ინფორმაციით, კაცი საქართველოში მარტო მოგზაურობდა 13 ივლის შემდეგ კი მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.
სოლოს ძმა სოციალურ ქსელში წერს, რომ ოჯახმა ჰლუნთან დაკავშირება ვერც ტელეფონით და ვერ ონლაინარხების საშუალებით ვერ შეძლო.
მოქალაქე საქართველოში მყოფ ტაილანდის მოქალაქეებსა და მოგზაურებს, მიმართავს დაეხმარონ ძმის მოძიებაში.
"ოჯახიდან ვერავინ ახერხებს მასთან დაკავშირებას. არც ტელეფონით და არც ინტერნეტის საშუალებით. ყველა უკიდურესად შეშფოთებულია,“ - წერს მისი ძმა.
ოჯახმა დახმარების თხოვნით ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს უკვე მიმართა.
ამ ეტაოზე უცნობია, საქართველოში სოლოს მოგზაურობის მარშრუტი.