ტაილანდელი მოგზაური გარდაცვლილი იპოვეს
27 წლის ტაილანდელი მოგზაურის ბავორნტატ პენგსუკი გარდაცვლილი იპოვეს - შინაგან საქმეთა სამინისრო ფაქტს ადასტურებს და მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 27 წლის მოგზაური თბილისში ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში, დაახლოებით ორი კვირის წინ ნახეს გარდაცვლილი.
ოჯახის ცნობით, ბავორნტატ პენგსუკი საქართველოში მარტო მოგზაურობდა.