ქობულეთში ცოლზე ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს

29.07.26 17:30
ქობულეთში ცოლზე ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს

ქობულეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცმა ცოლზე ფიზიკურად გუშინ იძალადა. 

როგორც შსს-ში ამბობენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.