"პირველების" ინფორმაციით, ქალი, რომელიც ახალი მოძრაობის ბრიფინგზე გამოჩნდა, პროკურატურაში მუშაობდა

29.07.26 18:24
"პირველების" ინფორმაციით, ქალი, რომელიც ახალი მოძრაობის ბრიფინგზე გამოჩნდა,  პროკურატურაში მუშაობდა

ქეთი ქორიძე, რომელიც ახალი მოძრაობა "ეროვნული თაობის" ბრიფინგზე MMA-ს მებრძოლ გიორგი ქართველიშვილთან ერთად გამოჩნდა, "პირველებისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, პროკურატურაში მუშაობდა. 

"პირველებმა" წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება თავად ქორიძესთან სცადა, თუმცა მან ჩვენ კითხვებს, მათ შორის აგრძელებს თუ არა ოროკურატურაში მუშაობას, არ უპასუხა. 

ცნობილია, რომ ქეთი ქორიძის მამა, ზაზა ქორიძე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროკურორია. "პირველების" კითხვებს არც მან უპასუხა და თქვა, რომ "ეროვნული თაობის" დაფუძნებასთან დაკავშირებით, "არაფერს არ ფიქრობს". 

უნდა აღინიშნოს, რომ ქეთი ქორიძე ბრიფინგზე, სადაც ახალი მოძრაობის დაფუძნება დაანონსდა იმყოფებოდა, თუმცა "ეროვნული თაობის" რეგისტრაციისას იუსტიციის სამინისტროში არ გამოჩენილა, შესაბამისად ის დამფუძნებელთა შორის არ არის. 

TV პირველმა პროკურატურასაც მიმართა კითხვით, მუშაიბდა თუ არა ქორიძე უწყებაში და გრძლდება თუ არა მასთან თანამშრომლობა, პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება. 

გიორგი ქართველიშვილთან ერთად "ეროვნული თაობის” ერთ-ერთი წევრი თბილისის მერიის თანამშრომელი, ლევან ყურაშვილია, დამფუძნებელთა შორისაა 22 წლის ნია მჭედლიშვილი

MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა ორგანიზაცია "ეროვნული თაობის" დასაფუძნებლად თანამოაზრეებთან ერთად რეესტრს განცხადებით გუშინ, 28 ივლისს მიმართა.

  • წესდების მიხედვით, ორგანიზაციის დანიშნულებას საქართველოს ეროვნული იდენტობის, სახელმწიფოებრიობის, კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციების, ისტორიული და ეროვნული ღირებულებების დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია წარმოადგენს.

ცნობისთვის, 27 ივლისს MMA-ს მებრძოლმა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა, გიორგი ქართველიშვილმა, თავის რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, რომელთა ვინაობაც ბრიფინგზე არ დაუსახელებიათ დააანონსა, რომ ტრადიციების, ღირებულებებისა და რელიგიის დაცვის საბაბით ციხეში ჩაჯდომასაც არ მოერიდება.