შანტაჟი პირადი ცხოვრების კადრებით - ბრალდებულ პოლიციელს თავისუფლება 60 000 ლარი დაუჯდა

29.07.26 20:37
შანტაჟი პირადი ცხოვრების კადრებით - ბრალდებულ პოლიციელს თავისუფლება 60 000 ლარი დაუჯდა

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადევნების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს დღეს მოსამართლემ 60 ათას-ლარიანი გირაო შეუფარდა. დავით  ჭითანავა ციხეს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. არადა საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტროს ყოფილი თანამშრომელი ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა. რა ვიცით ამ საქმეზე - გამოძიების ინფორმაციით, იმ დროს როდესაც დავით ჭითანავა შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშრომელი იყო. უკანონოდ მოიპოვებდა ქალების პირადი ცხოვრების ამსახველ მასალას. მათ უთვალთვალებდა ერთ-ერთმა ქალბატონმა ფსიქიკური ტანჯვაც კი განიცადა.

გამოძების ინფორმაციით, ხობის პოლიციის თანამშრომელმა დავით ჭითანავამ აპლიკაცია "ვოთსაპის" გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა სამი ქალის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი კადრები "მესენჯერის" საშუალებით სხვა პირს გადაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას ერთ წელზე მეტია აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა დავით ჭითანავა თანამდებობაზე რჩებოდა. 

"პირველების" ინფორმაციით, ჭითანავას დაზარალებული ქალების პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტო მასალას, ხობის ერთ-ერთი ესთეტიკური ცენტრის თანამშრომელი აწვდიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მასთან პროცედურაზე მისულ მომხმარებლებს ფოტოებს უღებდა და შემდეგ პოლიციელ ჭითანავას უგზავნიდა. ეს ცენტრი ხობში ახლა დახურულია. 

დეტალებით დიანა ჩირგაძე

მსგავსი სიახლეები