რა ვიცით ქართველიშვილის დაჯგუფების შესახებ - ახალი დეტალები
ქეთი ქორიძე ერთ-ერთია იმ ხუთთაგან, ვინც ძალადობრივი ორგანიზაციის შექმნის ბრიფინგზე იმყოფებოდა. სწორედ ამ ბრიფინგზე დააანონსა, ორგანიზაციის მეთაურმა, რომ საციხო საქმეებს ჩაიდენდნენ. ეს არ იყო წამოცდენა, ქართველიშვილი წინასწარ დაწერილ ტექსტს კითხულობდა, "პირველების" ინფორმაციით, ქალი, რომელიც ბრიფინგზე მას გვერდით იჯდა - პროკურატურის ყოფილი სტაჟიორია.
ქორიძე ახლად დაფუძნებული ორგანიზაციის ბრიფინგზე იმყოფებოდა, მაგრამ ორგანიზაციის დამფუძნებელთა სიაში არ ჩაეწერა. ქორიძე გამოცდილი პროკურორის ზაზა ქორიძის ქალიშვილია. ზაზა ქორიძე საქართველოს პროკურატურის მოქმედი თანამშრომელია.