მანდატურებმა ქალებზე ისევ იძალადეს

29.07.26 20:44
მანდატურებმა ქალებზე ისევ იძალადეს

ჯგუფური ძალადობა საქალაქო სასამართლოში - მანდატურებმა ისევ ქალები სცემეს, გვიან ღამით, როცა მოსამართლე ცეკვავა საკრებულოსთან დაკავებულების საქმეებს განიხილავდა, მანდატურებმა ქალებზე იძალადეს. კადრებში ჩანს, რომ მანდატურების უფროსი დავით მატიაშვილი ქალებს სასამართლოში ეზოში დასდევდა, ათრევდა და სცემდა, სცემეს ყველა ვინც ხელში მოხვდათ, სტუდენტი გოგონები სასამართლოს ეზოში ათრიეს და ქუჩაში ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

კადრების გაშიფვრით დგინდება, რომ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა მანდატურის სამსახურის უფროსი, დავით მატიაშვილი, კაცი, რომელიც ძალადობაში აქტივისტებმა არაერთხელ ამხილეს, მატიაშვილმა დაზიანებები მიაყენა აქტივისტ ქალ რუსკა მჭედლიშვილს, დაზიანებების გამო ის ხვალ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. 

ზეგ გამოკითხვაზე მივა ადვოკატი მარიკა არევაძე, უფლებადამცველი, რომელსაც რამდენიმე მანდატური ფიზიკურად გაუსწორდა.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები