პოლიციის ზეწოლა ნაცემ კაცზე? - რა მოხდა ვალეში

29.07.26 20:46
პოლიციის ზეწოლა ნაცემ კაცზე? - რა მოხდა ვალეში

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეში ჯგუფურად ნაცემი მეჩეთის იმამი ამტკიცებს, რომ სამართალდამცველების ზეწოლის მსხვერპლი გახდა და მას პოლიციაში შეტანილი საჩივრის უკან გატანა აიძულეს. შევქეთ დვალიძე ყვება, რომ ემუქრებოდნენ მის ნათესავებსაც, ვინც ძალადობას შეესწრო და პოლიციას ჩვენება მისცა. 

56 წლის შევქეთ დვალიძე ამტკიცებს, რომ 10-მდე პირი საცხოვრებელი სახლის ეზოში სასტიკად გაუსწორდა, ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე იყო სიტყვიერი შელაპარაკება შევქეთ დვალიძის ოჯახის წევრსა და ადგილობრივებს შორის. მათ შორის სცემეს მისი ძმის შვილიც, რომელიც თურქეთიდან სტუმრად  საქათველოში იყო ჩამოსული. 

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ახალციხეში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ვალეს იმამის და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჯგუფური ძალადობის ფაქტი სახელმწიფოს მხრიდან დროულ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს. "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მიუთითებს, რომ საქმის გარემოებები შესაძლოა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

დეტალები ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები