ინვესტიცია თუ ბლეფი - სად არის დაანონსებული 6 მილიარდი
არაბული საინვესტიციო "ბლეფის" შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევით ცენტრში საუბრობენ - კითხვები ბევრია, პასუხი კი არ არსებობს - სად არის ის 6-მილიარდიანი ინვესტიცია, რასაც ირაკლი კობახიძე აანონსებდა. მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ასეთი ინვესტიცია საქართველოში არ შემოსულა.
ირკვევა, რომ 2025 წელს და 2026 წლის პირველ თვეებში არაბთა გაერთიანებული საამიროები ინვესტორ ქვეყანათა 10-ეულშიც არაა, მათი წვლილი ინვესტიციებში დაახლოებით 2%-მდეა. "იგლ ჰილსის" საინვესტიციო პროექტები შარშან დაანონსდა, თუმცა ჯერ არ ჩანს.
ვინ არიან საქართველოში ინვესტორები? - საქართველოს უმსხვილეს ინვესტორებს შორის მოხვდნენ მალტა და ნიდერლანდები - ე.წ. ოფშორული ქვეყნები. ამას გარდა, ფინანსები ქვეყანაში ძირითადად რეინვესტიციის სახით შემოდის - კომპანიები, რომლებიც ქვეყანაში ოპერირებენ, თანხებს ხელახლა დებენ.