"ქოცები ყოველთვის იქნებიან რუსების მხარეს" - კახა მიქაია

29.07.26 23:25
"ქოცები ყოველთვის იქნებიან რუსების მხარეს" - კახა მიქაია

"ქოცები ყოველთვის იქნებიან რუსების მხარეს" - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, კახა მიქაიამ განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში ბევრი რამ მოხდა, მაგრამ ქართული საზოგადოება საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანდებოდა - "აფხაზეთშიც, მხედრიონელები და ზვიად გამსახურდიას მომხრეები ერთად იბრძოდნენ, დღეს ეს უკრაინაში გრძელდება". 

კახა მიქაიამ აღნიშნა, რომ მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი საქართველოს "ისტორიაში შევლენ, როგორც მოღალატეები". 

საქართველოს ისტორიაში ბევრი რამ მოხდა, მაგრამ როდის ერთიანდებოდა ქართველობა - საერთო მტრის წინააღმდეგ. ეს შიდა დაპირისპირება, ძალიან მძიმე დაპირისპირება, რომლის იარებსაც ახლა ვიშუშებთ, მაგრამ იყო ერთი რამ - აფხაზეთშიც, მხედრიონელები და ზვიად გამსახურდიას მომხრეები ერთად იბრძოდნენ, დღეს ეს უკრაინაში გრძელდება. რაც შეეხება ქოცებს, მე ვერ წარმომიდგენია ქოცები ბრძოლის ველზე. ქოცები ყოველთვის იქნებიან რუსების მხარეს, არ აქვს მნიშვნელობა ქოცს რა გვარი აქვს, ქართული გვარით ქოცი, მაინც არის რუსი. ამიტომ ქართულმა საზოგადოებამ საბოლოოდ უნდა გაათვიცნობიეროს, რომ ჩვენ ვიბრძვით რუსეთის იმპერიის და რუსეთის "ნამესნიკის", ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ. ამიტომ ძალიან იმედიანად ვარ. მდინარაძეც, კობახიძეც, ბიძინა ივანიშვილიც თავიანთ გზას იპოვნიან, ისინი შევლენ საქართველოს ისტორიაში, როგორც მოღალატეები და ჩენ, ყველა ერთად მალე ვიზეიმებთ გამარჯვებას რუსებზე" - განაცხადა კახა მიქაია.