აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევს

30.07.26 11:23
აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევს

თბილისის პროკურატურაში, სამოქალაქო აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს. 

როგორც სამოქალაქო აქტივისტი "პირველებთან" ყვება, პროკურატურაში გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც თავად დარეკა. 

მისი თქმით, არსებობს ყველა კადრი, სადაც ჩანს, რომ მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა და დავით მატიაშვილმა მასზე ჯგუფურად იძალადეს, თუმცა რუსკა მჭედლიძეს იმედი არ აქვს, რომ საგამოძიებო უწყება რაიმეს მოიმოქმედებს. 

ყველანაირი ძალადობის კადრი არსებობს, რაც ჯგუფურად განახორციელეს მანდატურის სამსახურმა და პირადად დავით მატიაშვილმა ჩემზე, ყველანაირი სამხილი არსებობს, მაინც მგონია, რომ არაფერს არ მოიმოქმედებენ, თუმცა პროკურატურას მივმართე იმიტომ, რომ შემოიდოს თაროზე ეს საქმე და აუცილებლად მოხდება სამართლიანი სასამართლოს პირობებში, როცა ამ ქვეყანაში ეს რუსული რეჟიმი დამთავრდება და დამთავრდება ქოციანობა და უკანონობას დაერქმევა თავისი სახელი და კანონიერად მოხდება ყველაფრის გამოძიება. 

ძალიან გავბრაზდი, როცა ადგილზე გამოვიძახე 112 და არანაირი რეაგირება არ მოხდა, 3 საათის განმავლობაში არცერთი ეკიპაჟი არ მოვიდა ადგილზე და მე მომიწია სასამართლოს წინ ტრასაზე გადასვლა და გაჩერება ეკიპაჟის, რომ მიშველეთ-თქო მეთქვა, ამის შემდეგ მეორე დღეს დილით დავრეკე პროკურატურაში და პროკურატურამ მითხრა, რომ დღევანდელ დღეს მივსულიყავი, მოხდებოდა ჩემი გამოკითხვა," - ამბობს რუსკა მჭედლიძე. 

ცნობისთვის, ორი დღის წინ, როდესაც მოსამართლეები საკრებულოსთან დაკავებული აქტივისტების საქმეებს განიხილავდნენ, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა სასამართლოს ტერიტორია ქალებს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, ისინი ამბობენ, რომ დაზიანებები აღენიშნებათ.  

მსგავსი სიახლეები