გარემოვაჭრეებსა და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება იყო

30.07.26 15:45
გარემოვაჭრეებსა და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება იყო

 

 

გარემოვაჭრეებსა და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება იყო - მოქალაქე მაყვალა თოფურია ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოში ააცხადებს, რომ მას პროდუქცია წაართვეს და მნიშვნელოვნად იზარალა. 

რატომ მართმევთ საქონელს, ჩემს ქვეყანაში რატომ არ მაძლევთ მუშაობის უფლებას?!... მოგვიყარეს მთელი მერია, სატანები ხართ.

20 წეიწადია აქ ვდგავართ, მიშას არ გაუკეთებია ის, რასაც ესენი აკეთებენ- ისმის გავრცელებულ ვიდეოში. 

 მერია თვეებია თბილისის ცენტრში, რიყის პარკში გარემოვაჭრეებს საქმიანობა უკრძალავს.

ადგილზე დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები პერიოდულად  მიდიან და მოვაჭრეებს ტერიტორიიდან გასვლას აიძულებენ.