რეზო კიკნაძემ ციხიდან გამოცდები უმაღლესი შეფასებით ჩააბარა

30.07.26 18:06
რეზო კიკნაძემ ციხიდან გამოცდები უმაღლესი შეფასებით ჩააბარა

პატიმრობაში მყოფმა რეზო კიკნაძემ ციხიდან გამოცდები უმაღლესი შეფასებით ჩააბარა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი და, ნინი კიკნაძე წერს და ნაშრომების შეფასების ოქმს აქვეყნებს.

“მალადეც ძმაო სულ უმაღლესი ქულები აგიღია .. ყოჩაღ, - წერს ნინი კიკნაძე. 

 

რეზო კიკნაძის მიერ შესრულებული საგამოცდო ნაშრომების შეფასებები:

„ახალი ამბების ჟურნალისტიკა“ - პედაგოგი მარინა ვაშაყმაძე -30 ქულა მაქსიმალური 30 - დან;

„პოლიტიკის მეცნიერების შესავალი“ - პედაგოგები: ზვიად აბაშიძე, ელენე გელაშვილი - 40 ქულა მაქსიმალური 40-დან

„აგროსაკითხების გაშუქება“ - პედაგოგი ნანული ტალახაძე 30 ქულა მაქსიმალური 30 -დან;

„საზღვარგარეთის მედია“ - პედაგოგი თინათინ მაჭარაშვილი - 30 ქულა მაქსიმალური 30-დან;

„ქართული ენა ჟურნალისტებისთვის-“ - პედაგოგი თეა ბურჭულაძე 25 ქულა მაქსიმალური 30 -დან;

„მედიასამართალი“ - პედაგოგი მამუკა ანდღულაძე - 30 ქულა მაქსიმალური 30-დან;

„დიადი წიგნები“ - პედაგოგი მარიამ ტორაძე - 40 ქულა მაქსიმალური 40-დან.

მსგავსი სიახლეები