სკანდალური კვლევა: კაზინოებსა და ტოტალიზატორებში წაგებული ფული "ოცნების" ყულაბაში მიდის
კაზინოსა და ტოტალიზატორებში წაგებული ფულით “ქართული ოცნების“ პარტიული ყულაბა ივსება. ბიძინა ივანიშივლის დაფუძნებული პოლიტიკური გაერთიანება აზარტული თამაშებსი ბიზნესიდან ფინანსდება.
კვლევიდან, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველომ გამოაქვეყნა, ირკვევა, რომ აზარტული თამაშების ბიზნესიდან “ოცნებამ“, თითქმის, მილიონ ნახევარი ლარი მიიღო.
“ქართული ოცნება“ აზარტულ თამაშებს და ლუდომანიას ერთი ხელით ებრძოდა, ამავდროულად დაფინანსებას ამ კომპანიების მეწილეებისგან იღებდა - ამავდროულად, აზარტული თამაშებისა და სამორინეების ბიზნესიდან ბიუჯეტში გასულ წელს თითქმის ორი მილიარდი ლარი შევიდა, წელს იანვრიდან ივნისამდე კი ამ სექტორმა ბიუჯეტში 754 მილიონი ლარი შეიტანა.
ვინ ფლობს სათამაშო ბიზნესს საქართველოში და ვინ ჩუქნის დიდი ფულს ქართულ ოცნებას?