ბრძოლამ სიცოცხლის გადასარჩენად შედეგი გამოიღო - დიუშენის მქონე პაციენტი აპარატს მიიღებს

30.07.26 21:19
ბრძოლამ სიცოცხლის გადასარჩენად შედეგი გამოიღო - დიუშენის მქონე პაციენტი აპარატს მიიღებს

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული 21 წლის ბექა შონია უკვე 5 წელია, რაც სახლიდან ვერ გადის. სუნთქვის აპრატის საყიდლად ოჯახს სახლის გაყიდვა მოუწია. ახლა მას სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის ბრძოლა სასამართლოს გზით უწევს.

სარჩელი 2026 წლის მაისში შეიტანა. ვიდრე სასამართლოში იჩივლებდა, ბექა შონიას ადვოკატებმა ჯანდაცვის სამინსიტროს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სინდრომის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათი თქმით, მიიღეს მხოლოდ იგნორი. 

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს დაავალა მისთვის სუნთქვის აპარატის გადაცემა და სამედიცინო სერვისებით უზუნველყოფა. 

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ფიქრობენ, გადაწყვეტილება პრეცედენტულია და ანალიოგიური დაავადების მქონე ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს. 

დეტალები ნახეთ  ანი ჩუბინიძის რეპორტაჟში