რა ეღირება ლარი ხვალ
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6266 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6272 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0159 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9916 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0243 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 31 ივლისს შევა ძალაში.