ვის აბარია ელექტრო სისტემა? ვანო ზარდიაშვილს, დაინტერესდეს გამოძიება მათი კორუფციული სქემებით - ბესელია

30.07.26 21:58
ვის აბარია ელექტრო სისტემა? ვანო ზარდიაშვილს, დაინტერესდეს გამოძიება მათი კორუფციული სქემებით - ბესელია

სემეკის პირველადი დასკვნით საქართველოს სრული ჩაბნელება საქართველოს ელექტროსისტემის უუნარობას დაბრალდა და მისი პასუხისმგებლობა გამოკვეთა!, - ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.

ბესელიას თქმით, ელექტროსისტემა მამუკა მდინარაძის მარჯვენა ხელს, ვანო ზარდიაშვილს აბარია და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ მათი საქმეებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.

"სემეკის პირველადი დასკვნით საქართველოს სრული ჩაბნელება საქართველოს ელექტროსისტემის უუნარობას დაბრალდა და მისი პასუხისმგებლობა გამოკვეთა!

ვის აბარია ელექტრო სისტემა ? ვანო ზარდიაშვილს ….

მდინარაძის მარჯვენა ხელი ….

კორუფციაში ჩაფლული …

კეთილი ინებოს და გამოძიება დაინტერესდეს მათი კორუფციული სქემების გამოძიებით !", -  წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

24 ივლისს ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად გაითიშა. შუქი ჩაქრა 25 ივლისის დილითაც. სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. დღეს კი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ პირველადი შედეგი გამოაქვეყნა.