ვოლგოგრადში „ლუკოილის“ ქარხანასა და Wildberries-ის ჰაბზე დრონებით იერიშები განხორციელდა
უკრაინული დრონების მორიგი მასირებული იერიში რუსეთის სიღრმეში - ვოლგოგრადში თავდასხმის სამიზნე გახდა როგორც „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ისე Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შეტევის შედეგად დაზიანდა მრავალბინიანი და კერძო საცხოვრებელი სახლები, დაშავდა სულ მცირე ხუთი ადამიანი. რუსული მხარე საწარმოო ობიექტებზე ხანძრის გაჩენასაც ადასტურებს.
უკრაინა ივლისის მეორე ნახევრიდან სისტემურად უტევს Wildberries-ის ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას რუსეთის სხვადასხვა რეგიონში. თავდასხმები უკვე განხორციელდა მოსკოვის, ტამბოვის, ლენინგრადის, ვორონეჟის, რიაზანის, პენზისა და სხვა რეგიონების საწყობებზე. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს კამპანია მიმართულია რუსეთის ეკონომიკური და ლოგისტიკური შესაძლებლობების შესუსტებისკენ და დრონებით განხორციელებული დარტყმების ახალ ეტაპზე გადასვლაზე მიუთითებს.