სასამართლოში ლილუაშვილის პროცესი იწყება - პროკურატურა წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევას განაგრძობს

31.07.26 11:28
სასამართლოში ლილუაშვილის პროცესი იწყება - პროკურატურა წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევას განაგრძობს

გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე პროკურატურა წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევას  განაგრძობს. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში სუს-ის ექს შეფის საქმეზე ახლი პროცესი იწყება.

სხდომა დღესაც დახურულია.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარემ არ ვიცი, ვინ შეიძლება დაიკითხოს დღეს, თუმცა, ელოდება, რომ ბრალდების ხმარე ძალიან მალე დაასრულებს თავისი მტკიცებულებების გამოკვლევას. 

დაცვის მხარემ ნამდვილად არ იცის, ვინ შეიძლება დაიკითხოს და ვინ შეიძლება წარმოადგინოს ბრლდების მხარემ. ჩვენ ველოდებით ძალიან მალე, შეიძლება ამ კვირის ბოლოსაც, ან იმ კვირის დასაწყისში უკვე, რომ ბრალდების მხარე დაასრულებს თავისი მტკიცებულებების გამოკვლევას, ვინაიდან, როგორც თქვენთვის ცნობილია, დაცვის მხარესაც არაერთი პირი ჰყავს წარმოდგენილი მოწმის სახით სასამართლოში. მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ არ მყავს მსგავსი კატეგორიის მოწმეთა ბაზა, თუმცაღა, გვყავს ისეთი მოწმეთა ბაზა, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება სასამართლოსთვისაც, ვინაიდან, ისინი მიაწოდებენ სასამართლოს იმ ინფორმაციას, რაც ემსახურება ბატონი გრიგოლის უდანაშაულობის დადასტურებას. დაცვის მხარეს დაახლოებით 50-მდე მოწმე ჰყავს წარმოდგენილი თავის დასაკითხ პირთა სიაში და იმ ყველა ფაქტობრივ გარემოებას ეხება ჩვენი მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რაც დაკავშირებულია, ბუნებრივია სისხლის სამართლსი საქმის მასალებთა, - განაცხადა პროცესის დაწყებამდე ლანა ცერცვაძემ. 

  • ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.