ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ბრალის წარდგენა პროკურორმა მოითხოვა - ადვოკატი
ცნობილი გახდა იმ ადამიანის ვინაობა, ვინც ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ბრალის წარდგენა მოითხოვა - ეს გახლავთ პროკურორი, ანი ხუბეჯაშვილი.
როგორც ირკვევა, შოთა ჭიპაშვილს, რომელიც სასამართლოზე მოწმის სტატუსით იყო დაბარებული, ელისაშვილმა რეპლიკით მიმართა და სწორედ ეს რეპლიკა ჩათვალა სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენელმა სასამართლოს შეურაცხყოფად.
ელისაშვილის ადვოკატის თქმით, ჭიპაშვილი თავად უნდა ყოფილიყო ბრალდებული, რადგან სწორედ მან ჩაიდინა არაადამიანური მოპყრობა და წამება რეალურად ალეკო ელისაშვილის მიმართ.
ალეკო ელისაშვილს უკვე წარუდგინეს მეოთხე ბრალი, მას ეღიმება ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ერთადერთი ბრალდებული შოთა ჭიპაშვილი უნდა ყოფილიყო, რომელმაც არაადამიანური მოპყრობა ჩაიდინა, წამება რეალურად ალეკო ელისაშვილის მიმართ. საქმე გვაქვს, ანუ მწამებელ ადამიანს ელისაშვილმა უწოდა არაკაცი და სწორედ არაკაცია ის ისტყვა, რის გამოც მას ბრალი წარედგინა. საქმის მასალები ახლა გადმომეცა, დეტალებზე ჯერ ვერ მოგაწვდით ინფორმაციას. რა ინფორმაციაც მაქვს, არის, რომ პროკურორმა მიმართა შესაბამისი განაცხადებით და დაიწყო გამოძიება, საქმის განმხილველ პროკურორზეა საუბარი, - ამბობს რეხვიაშვილი.
ალეკო ელისაშვილს რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში რიგით მე-4 სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს.