სურამი-ოსიაურის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი დაშავდა

31.07.26 19:42
სურამი-ოსიაურის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი დაშავდა

სურამი-ოსიაურის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, შემთხვევის დროს ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

[ფოტო: Ipn.ge]