რუსეთის ცენტრში, დახურულ წვეულებაზე მომხდარ აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულია 17
მოსკოვის ცენტრში რესტორანში აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია და ,,ტელეგრამ” არხები ავრცელებენ.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება მოსკოვის კუდრინის მოედანზე რესტორანში Balzi Rossi გაისმა, რომელიც კერძო ბანკეტისთვის იყო დახურული.
გავრცელებული ცნობით, რესტორანში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ ჩაიკო თავის 55-ე დაბადების დღეს აღნიშნავდა.