მოსკოვის ცენტრში, რესტორანში, სადაც რუსი გენერალი დაბადების დღეს აღნიშნავდა, ძლიერი აფეთქება მოხდა

02.08.26 09:59
მოსკოვის ცენტრში, რესტორანში, სადაც რუსი გენერალი დაბადების დღეს აღნიშნავდა, ძლიერი აფეთქება მოხდა

მოსკოვის ცენტრში მდებარე, რესტორან BALZI ROSSI-ში, სადაც რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ ჩაიკო თავის 55-ე დაბადების დღეს აღნიშნავდა, ძლიერი აფექება მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია და ,,ტელეგრამ” არხები ავრცელებენ.

გენერალი ჩაიკო 2022 წელს რუსული ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფების მეთაური იყო. მის დანაყოფებს ბრალი ედებათ ბუჩაში მშვიდობიანი მაცხოვრებლების მასობრივ მკვლელობებში, წამებასა და ნგრევაში.

დაბადებისდღეზე შეკრებილი იყო, მთელი რუსული სამხედრო ელიტა, მათ შორის უამრავი გენერალი და სხვა მრავალი რანგის ოფიცერი.

ამ დროის მონაცემებით, აფეთქების შედეგად, 17 რუსი იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში და ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში.

აფეთქების ადგილზე, მობილიზებულია სპეციალური ოპერაციის ძალები და შეზღუდულია ჟურნალისტების შესვლა.